2026 წელს უძრავი ქონების სექტორში ციფრული პროცესები უმეტესად ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციასა და მის უფრო ფართო გამოყენებაზეა ორიენტირებული. კომპანიებმა AI დანერგეს როგორც საოპერაციო პროცესებში, ასევე სერვისებში, რაც სამიზნე აუდიტორიაზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო ზრდის.
მსოფლიო უძრავი ქონების სექტორში AI-ს როლის ზრდა განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო გასული წლიდან. კომპანიების 72%-ზე მეტი 2026 წლამდე სწორედ AI-ში გეგმავდა ინვესტიციების გაზრდას. ამასთან, PwC-ისა და Urban Land Institute-ის ანგარიშის მიხედვით, AI უძრავი ქონების სფეროში ერთგვარი ექსპერიმენტიდან პრაქტიკულ ინსტრუმენტად გადაიქცა.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტის როლის წინ წამოწევა სწრაფად აისახა უძრავი ქონების აგენტების საქმიანობაზეც - Zillow Group-ის მონაცემების თანახმად, მათი 48-50% აქტიურად იყენებს ყველაზე პოპულარულ AI პლატფორმებს - ChatGPT, Gemini და სხვა.
აღნიშნულმა ტენდენციამ Zillow Group-ს, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პლატფორმას ფლობს, უბიძგა, AI-ს როლი კიდევ უფრო გაეძლიერებინა. კომპანიამ 2026 წლის მარტში ჩაუშვა ახალი ფუნქციონალი - Zillow AI Mode, რომელიც მომხმარებელს ესაუბრება ცნობილი AI პლატფორმების მსგავსად, უძებნის სასურველი მონაცემების უძრავ ქონებას და ეხმარება რჩევებით.

ციფრული ტრანსფორმაციის ამ ტენდენციას სწრაფად აუწყო ფეხი განცხადებების ყველაზე დიდმა ქართულმა პლატფორმამ, SS.ge -მ, რომლის AI ასისტენტი, ChatGPT-ის, Google Gemini-ს, Grok-ისა და სხვა AI პლატფორმების მსგავსად, ჩატის ფორმატში ესაუბრება მომხმარებლებს, თავად უძებნის მისთვის შესაფერის უძრავ ქონებას და პასუხობს, მის გარშემო დასმულ კითხვებზე.
SS.ge -ის AI ასისტენტი ძიების პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს და ამარტივებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სწორ და რეალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება. ის არის სრულიად უფასო რესურსი SS.ge-ის მომხმარებლებისთვის.

წარმოიდგინეთ, რომ ეძებთ ორსაძინებლიან ბინას ახალაშენებულ კორპუსში, საბურთალოს ტერიტორიაზე, პარკინგითა და გამწვანებული სივრცით, მეტროსთან ახლოს. შეგიძლიათ, აღნიშნული მოთხოვნები მისწეროთ SS.ge-ის AI ასისტენტს, რომელიც წამიერად მოიძიებს განცხადებებს და საუკეთესო ვარიანტებს შემოგთავაზებთ. ასისტენტი გამოგიგზავნით განცხადებებს, გააანალიზებს მათ, შეადარებს ერთმანეთთან და შეაფასებს, რომელი უფრო შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს, ფასისა და მონაცემების მიხედვით. თქვენი კი შეგიძლიათ, 24/7 რეჟიმში ესაუბროთ მას, ცნობილი AI პლატფორმების მსგავსად, დაუსვათ კითხვები და მიიღოთ სწორი პასუხები. რაც მთავარია, ის გესაუბრებათ ბუნებრივი, „ადამიანური ენით“, კარგად ესმის მოთხოვნის კონტექსტი და გეხმარებათ გადაწყვეტილების მიღების თითოეულ ეტაპზე.
გადაწყვეტილების მიღებაში განსაკუთრებით დაგეხმარებათ ასისტენტის შესაძლებლობა, გაანალიზოს უძრავი ქონების ფასი და მისი შესაბამისობა ბაზართან და ბინისა თუ საცხოვრებელი უბნის უპირატესობები და ნაკლოვანებები. გარდა ამისა, ასისტენტი თავად გაწვდით ინფორმაციას, რა საკითხები უნდა გაითვალისწინოთ რა კითხვები უნდა დასვათ დეველოპერთან თუ აგენტთან. ხანდახან უძრავი ქონების შეძენამდე გარკვეული საკითხები ყურადღების მიღმა გვრჩება (მაგალითად, რამდენად ხმაურიანია უბანი, დაგეგმილია თუ არა მიმდებარედ სხვა პროექტები და სხვა). SS.ge -ის ასისტენტი თავად შეგახსენებთ, რა კითხვების დასმა არ უნდა გამოგრჩეთ და თავიდან აგარიდებთ სამომავლო დისკომფორტს.
რატომ არის მნიშვნელოვანი ხელსაწყო SS.ge-ის AI ასისტენტი ქართული უძრავი ქონების ბაზარზე?
მსხვილი AI პლატფორმების მსგავსად, SS.ge-ის AI ასისტენტი აკვირდება მომხმარებელთა ქცევასა და ინტერესებს და თავადაც სწავლობს და ვითარდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართულ უძრავი ქონების ბაზარზე ხელმისაწვდომი გახდა ციფრული ასისტენტი, რომელიც ერთნაირად სარგებლიანი იქნება ყველა მხარისთვის. ერთი მხრივ, დეველოპერები და უძრავი ქონების აგენტები უფრო სწრაფად დაუკავშირდებიან თავიანთ პოტენციურ მომხმარებლებს და მეორე მხრივ, შეძენის მსურველები უფრო სწრაფად მიიღებენ რეალურ მტკიცებულებებსა და სანდო ინფორმაციაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.
კვლევებით დასტურდება, რომ AI-ზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ფონზე, ფუნდამენტურად იცვლება უძრავი ქონების სექტორის განვითარების სტრატეგია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Global Data Center & Estate Outlook 2026-ის თანახმად, 2026 წლისთვის ხელოვნური ინტელექტი უძრავი ქონების სექტორში პორტფოლიოს ოპტიმიზაციისა და აქტივების მართვის მთავარი მამოძრავებელი გახდება.
ამგვარად, AI ასისტენტი მომხმარებლისთვის ამარტივებს სასურველი უძრავი ქონების ძებნას, აგენტს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო სწრაფად მოემსახუროს კლიენტს და გაზარდოს თავისი პორტფოლიო, კომპანიას კი - მისწვდეს სამიზნე აუდიტორიას და გაზარდოს გაყიდვები.
R