ავტორი:

რუსეთმა ნიკოპოლში, სამგზავრო ავტობუსს დაარტყა - დაიღუპა 3 ადამიანი და 12 დაშავდა

რუსეთმა ნიკოპოლში, სამგზავრო ავტობუსს დაარტყა - დაიღუპა 3 ადამიანი და 12 დაშავდა

უკრაინის ქალაქ ნიკოპოლში, რუსული ძალების მიერ სამგზავრო ავტობუსზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“სამი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. მტერმა ნიკოპოლის ცენტრში, საქალაქო ავტობუსს FPV დრონით შეუტია“, - აღნიშნა ოლქის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ავტობუსი გაჩერებას უახლოვდებოდა, ამიტომ ადამიანები როგორც შიგნით, ასევე გაჩერებაზეც იმყოფებოდნენ.

“ეს შემთხვევითი დარტყმა არ იყო. ეს იყო განზრახ ტერორი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ“, - აღნიშნა ალექსანდრ განჟამ.

წყარო