თუ ამერიკული ტერორისტული არმია წითელ ხაზებს გადაკვეთს, ჩვენი პასუხი რეგიონს გასცდება, - ამის შესახებ განცხადებას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი საპასუხო დარტყმებისას მიზანში რეგიონში არსებულ ნავთობის ინფრასტრუქტურას ამოიღებს.
„ამერიკის რეგიონულმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ კეთილმეზობლობის გამო დღემდე დიდ თავშეკავებას ვიჩენდით და საპასუხო დარტყმებისთვის სამიზნეებს სიფრთხილით ვარჩევდით, თუმცა უკვე ყველა ეს თავშეკავება მოხსნილია“, - ნათქვამია განცხადებაში.