ავტორი:

კანიე უესტი ბრიტანეთში არ შეუშვეს - რა გახდა მიზეზი?

კანიე უესტი ბრიტანეთში არ შეუშვეს - რა გახდა მიზეზი?

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რეპერ კანიე უესტს ქვეყანაში შესვლის ნებართვა არ მისცა, რაც გავრცელებული ინფორმაციით, საზაფხულო მუსიკალურ ფესტივალ "Wireless"-ზე მისი ჰედლაინერის როლში გამოსვლასთან არის დაკავშირებული. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავად ფესტივალიც გაუქმდა.

  • ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შესვლაზე უარის თქმის მიზეზს “საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე არტისტის ნეგატიური ზეგავლენა“ წარმოადგენს.

ბოლო წლებში ანტისემიტური, რასისტული და პრო-ნაცისტური განცხადებების სერიის გამო უესტი მკაცრი კრიტიკის ქვეშ მოექცა.

ცოტა ხნით ადრე კანიემ განაცხადა, რომ მადლიერი იქნებოდა შესაძლებლობისთვის, შეხვედროდა დიდი ბრიტანეთის ებრაული თემის წარმომადგენლებს იმ სკანდალის შემდეგ, რომელიც მის მოწვევას მოჰყვა.

"ვიცი, რომ სიტყვები საკმარისი არ არის, მომიწევს ცვლილებების ჩვენება ჩემი ქმედებებით. თუ თქვენ მზად ხართ, მეც მზად ვარ" - განაცხადა რეპერმა რომელიც ახლა საკუთარ თავს Ye-ს უწოდებს.

დიდი ბრიტანეთის ებრაელ დეპუტატთა საბჭომ საპასუხოდ განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს რეპერს იმ პირობით, თუ ის უარს იტყვის Wireless-ზე გამოსვლაზე.

Wireless-ის ფესტივალი ლონდონის ფინსბერი პარკში 10-დან 12 ივლისამდე უნდა ჩატარებულიყო, მას შემდეგ, რაც უესტს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს ორგანიზატორმა კომპანიამ განაცხადა რომ წელს ფესტივალი აღარ გაიმართება და ბილეთების მყიდველებს თანხა უკან დაუბრუნდებათ.

წყარო