მეკითხებიან, თუ როგორ აღმოჩნდა ნოღაიდელი პრემიერის პოსტზე - შემხვდა ზურაბ ჟვანიას ძველი გუნდა და მომთხოვეს თანამდებობაზე მათი წარმომადგენლის, კერძოდ ნოღაიდელის დანიშვნა , - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"მეკითხებიან, თუ როგორ აღმოჩნდა ნოღაიდელი, რომელიც მუშაობდა შევარდნაძის ფინანსთა მინისტრად, პრემიერის პოსტზე.
გპასუხობთ - ეგ იყო პრემიერ ჟვანიას ძველი მეგობარი და ზურამ თავის ფინანსთა მინისტრად დანიშნა (მე არ ვერეოდი ეკონომიკური ბლოკის საკადრო საკითხებში), ჩვენ პრაქტიკულად კოალიციური ხელისუფლება ვიყავით და კოლექტიურად ვმართავდით.
ზურას გარდაცვალების შემდეგ, მე ვაპირებდი პრემიერად, რუსეთში ჩვენი მაშინდელი ელჩის, ვალერი ჩეჩელაშვილის დანიშვნას. ის ჩამოვიყვანე მოსკოვიდან და წარვუდგინე ჩვენს გუნდს, მინისტრების და პარლამენტარების ჩათვლით.
თუმცა ამის შემდეგ ცალკე შემხვდა ზურაბ ჟვანიას ძველი გუნდი და მომთხოვეს თანამდებობაზე მათი წარმომადგენლის, კერძოდ ნოღაიდელის დანიშვნა და მე დავთანხმდი, ვინაიდან, მიუხედავად ვიღაც იდიოტების აზრისა დღეს, მე თითქმის ყოველთვის ვუსმენდი და ვითვალისწინებდი სხვების აზრს, ეგაა და ეგ.
ისე ეგ გიენა გუშინ ჩემზე რომ იწევდა, რამ შეუშალა ნეტა ხელი, ათი ბადრაგი რომ მაკავებდა იმ პირობებში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.