ავტორი:

"ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია... გამოავლინეთ წყარო, ან ციხეში წახვალთ" - ტრამპი მედიასაშუალებებს ემუქრება

"ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია... გამოავლინეთ წყარო, ან ციხეში წახვალთ" - ტრამპი მედიასაშუალებებს ემუქრება

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს დაადგინოს, თუ ვინ გაავრცელა მედიაში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორი მფრინავიდან ერთ-ერთი კვლავ დაკარგულად ითვლებოდა მას შემდეგ, რაც მათი საბრძოლო თვითმფრინავი ირანში, გასულ პარასკევს, ჩამოაგდეს.

ორშაბათს 6 აპრილის პრესკონფერენციაზე, რომელიც წარმატებულ სამაშველო ოპერაციას ეხებოდა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია „ძალიან აქტიურად” მუშაობს იმ ინფორმაციის გამავრცელებელი პირის დასადგენად, რომელმაც, მისი თქმით, დაკარგული პილოტი “უფრო დიდ საფრთხეში ჩააგდო.“

“როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, უცებ მთელი ირანი მიხვდა, რომ მათ ტერიტორიაზე იყო პილოტი, რომელიც სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა. ამან მნიშვნელოვნად გაართულა როგორც მფრინავების, ისე იმ ადამიანების მუშაობა, ვინც მის ძებნაში იყო ჩართული. ვფიქრობთ, შევძლებთ გავარკვიოთ, ვინ არის ამის მიზეზი, მივმართავთ იმ მედიასაშუალებას, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, და ვეტყვით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, გამოავლინეთ წყარო, ან ციხეში წახვალთ’" - თქვა ტრამპმა

Military Times-ის ცნობით, დასავლური წყაროზე დაყრდნობით, ისრაელის N12 News-ის ჟურნალისტის, ამიტ სეგალის X-ზე გამოქვეყნებული პოსტი პირველი იყო, სადაც ითქვა, რომ ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი წარმატებით გადაარჩინეს, თუმცა N12 News-ის კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, ბარაკ რავიდმა, Axios-ისთვის დაწერილ სტატიაში, რომელიც სეგალის პოსტამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა, აღნიშნა, რომ ერთი პილოტი უკვე გადარჩენილი იყო, ხოლო მეორე კვლავ დაკარგულად ითვლებოდა. რავიდმა წყაროდ "ისრაელის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი ინფორმირებული წყარო" დაასახელა.

მოგვიანებით CBS News-მა, Washington Post-მა და Reuters-მა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია დაკარგული მფრინავის შესახებ, თუმცა წყაროდ ამერიკელი ოფიციალური პირები დაასახელეს.

წყარო