ირანის “მთელი ცივილიზაციის” განადგურებაზე ტრამპის მუქარის გამო ირანი აშშ-სთან პირდაპირ დიპლომატიურ კავშირებს წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, კავშირების გაწყვეტით ირანი უკმაყოფილებისა და დაუმორჩილებლობის სიგნალის გაგზავნას გეგმავდა.
ამ მომენტისთვის უცნობია აღდგება თუ არა ირანსა და აშშ-ს შორის პირდაპირი კომუნიკაცია ტრამპის მიერ დადგენილ ვადამდე - სამშაბათს 20:00 საათამდე.
მისი თქმით, შესაძლოა, "რევოლუციურად საოცარი რამ“ მოხდეს.
"თუმცა, ახლა, როდესაც სრული და ტოტალური რეჟიმის ცვლილება გვაქვს, სადაც განსხვავებული, უფრო ჭკვიანი და ნაკლებად რადიკალიზებული გონება ჭარბობს, შესაძლოა, რევოლუციურად საოცარი რამ მოხდეს, ვინ იცის? ამას ამაღამ გავიგებთ, ეს მსოფლიოს ხანგრძლივი და რთული ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. გამოძალვის, კორუფციისა და სიკვდილის 47 წელი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს დიდი ირანელი ხალხი!“- წერს ტრამპი.
წაიკითხეთ ასევე: