Truth Social-ზე გამოქვეყნებული პოსტის პასუხად, სადაც დონალდ ტრამპი ირანს "მთელი ცივილიზაციის განადგურებით დაემუქრა", ირანელებმა ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვების შეკვრა დაიწყეს.


ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს აშშ-მ იერიში მიიტანა ხარგის კუნძულზე, საიდანაც ქვეყნის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% იგზავნება. იერიში განხორციელდა პორტის ტერიტორიაზე, რევოლუციური გვარდიის ბაზაზე და აეროპორტში, რამაც რამდენიმე ძლიერი აფეთქება და დაკვამლიანება გამოიწვია.

სახელმწიფო მედიის ცნობით, ცენტრალურ ირანში, იაჰია აბადის სარკინიგზო ხიდზე დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა.
აშშ-მ თეირანს ვადა სამშაბათის აღმოსავლეთის დროით საღამოს 8 საათამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ირანზე ახალი დარტყმებით იმუქრება, რომელიც ყველა “ხიდსა და ელექტროსადგურს გაანადგურებს“.

ტრამპის მთავარი მოთხოვნას კვლავ ჰორმუზის სრუტის გახსნა წარმოადგენს: "გახსენით ეს დაწყევლილი სრუტე, თქვენ შეშლილებო , თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ" - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
საპასუხოდ, ირანმა აშშ-სთან პირდაპირი კომუნიკაცია შეწყვიტა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები შუამავლების საშუალებით კვლავ გრძელდება.
წაიკითხეთ ასევე: