ავტორი:

"ჩვენს ისტორიაში მსგავსი დიპლომატიური კატასტროფა არასდროს ყოფილა" - ისრაელის ოპოზიციის ლიდერი აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებაზე

"ჩვენს ისტორიაში მსგავსი დიპლომატიური კატასტროფა არასდროს ყოფილა" - ისრაელის ოპოზიციის ლიდერი აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებაზე

ჩვენს ისტორიაში მსგავსი დიპლომატიური კატასტროფა არასდროს ყოფილა, - ასე ეხმაურება ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას.

  • აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა.

„ისრაელი მოლაპარაკებების მაგიდასთანაც კი არ ყოფილა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებები ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მთავარი საკითხების შესახებ მიიღებოდა“, - აცხადებს ლაპიდი.

მისი თქმით, ნეთანიაჰუმ „დიპლომატიური და სტრატეგიული მარცხი განიცადა და მის მიერ დასახულ ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია“.

წაიკითხეთ ასევე: