ავტორი:

მეცნიერების თქმით, თანამგზავრული სარკეების შექმნამ შესაძლოა მთელ მსოფლიოში ძილის რეჟიმი და ეკოსისტემები დაარღვიოს

მეცნიერების თქმით, თანამგზავრული სარკეების შექმნამ შესაძლოა მთელ მსოფლიოში ძილის რეჟიმი და ეკოსისტემები დაარღვიოს

ძილისა და ცირკადული რიტმის წამყვანი მკვლევარების თქმით, ამრეკლავი სარკეებისა და დედამიწის დაბალ ორბიტაზე 1 მილიონამდე დამატებითი თანამგზავრის განლაგებას შესაძლოა შორსმიმავალი, უარყოფითოი შედეგები მოჰყვეს ადამიანის ჯანმრთელობისა და ეკოსისტემებისთვის.

  • 4 საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტმა, რომლებიც წარმოადგენენ დაახლოებით 2500 მკვლევარს 30-ზე მეტი ქვეყნიდან, შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიისადმი (FCC) გაგზავნილ წერილებში.

მარეგულირებელი განიხილავს სტარტაპ Reflect Orbital-ის გეგმებს, რომლებიც მიზნად ისახავს დედამიწის კონკრეტული ტერიტორიების ღამით განათებას ამრეკლავი თანამგზავრების გამოყენებით.

ასევე SpaceX-ის აპლიკაციებს, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდონ დედამიწის დაბალ ორბიტაზე მყოფი თანამგზავრების რაოდენობა.

“ორბიტალური განლაგების შემოთავაზებული მასშტაბი ღამის სინათლის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს“, - განაცხადეს ევროპის ბიოლოგიური რიტმის საზოგადოების (EBRS), ბიოლოგიური რიტმის კვლევის საზოგადოების, იაპონიის ქრონობიოლოგიის საზოგადოების და კანადის ქრონობიოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტებმა.

მათი თქმით, ნათელი-ბნელი ციკლის შეცვლამ შეიძლება დაარღვიოს ბიოლოგიური საათი, რომელიც არეგულირებს ძილს და ჰორმონების სეკრეციას ადამიანებსა და ცხოველებში. უარყოფითი გავლენა მოახდინოს ღამის სახეობების მიგრაციააზე, მცენარეებში სეზონურ ციკლებსა და ზღვის ფიტოპლანქტონის რიტმებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ოკეანის კვებით ქსელებს.

მათ მოუწოდეს მარეგულირებლებს, ჩაატარონ სრული გარემოსდაცვითი მიმოხილვა და დააწესონ შეზღუდვები თანამგზავრების არეკვლასა და ღამის ცის სრულ სიკაშკაშეზე.

ფოტო აჩვენებს ყველა თანამგზავრს ერთად - ფოტო გადაღებულია 2022 წლის ივნისში, ალბერტა, კანადა. ფოტო: ალან დაიერი/Getty Images/Stocktrek Images

Reflect Orbital იმედოვნებს, რომ დიდი ამრეკლავი სარკეებით აღჭურვილი თანამგზავრების განლაგებით მზის სინათლეს “მოთხოვნისამებრ“ გადამისამართებს. კომპანია აცხადებს, რომ სისტემა ღამის საათებში მზის სინათლეს ენერგიად გარდაქმნის და განათებით უზრუნველყოფს სამშენებლო ობიექტებს, კატასტროფებზე რეაგირების ობიექტებს და სოფლის მეურნეობას. განათება კი მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დამტკიცებულ ადგილებში მიაღწევს.

ამასობაში, SpaceX-მა განაცხადა, რომ შესაძლოა 1 მილიონამდე თანამგზავრი გაუშვას ორბიტაზე მზის ენერგიაზე მომუშავე მასიური გამოთვლითი ქსელის შესაქმნელად, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ამოცანების შესასრულებლად იქნება შექმნილი.

წყარო

იხილეთ ასევე: