ავტორი:

საქართველოში ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაეცემა - ამინდი მკვეთრად უარესდება: როდემდე იქნება წვიმა, ქარი და სიცივე

საქართველოში ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაეცემა - ამინდი მკვეთრად უარესდება: როდემდე იქნება წვიმა, ქარი და სიცივე

14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

9-10 აპრილის ღამეს ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4 გრადუსამდე.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)" - ნათქვამია ინფორმაციაში.