ჩემპიონთა ლიგა გადამწყვეტ ეტაპზე გადადის და გულშემატკივართა ყურადღებაც ზენიტშია - ქართველებს დღეს განსაკუთრებულად მოგვიწევს ნერვიულობა - ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში ჩვენებურები ერთმანეთთან დაპირისპირებას გარკვევენ საქმეს - მოკლედ, დღეს ფრანგული პსჟ - ს რიგებში მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია ძალიან შეეცდება გოლი გაუტანოს ბრიტანული "ლივერპულის" კარის დარაჯს გიორგი მამარდაშვილს.
თუკი გუნდების სათამაშო ფორმას გავითვალისწინებთ, პარიზელები ორმატჩიანი დაპირისპირების ფავორიტები არიან, მაგრამ ამ დონის დაპირისპირებებში წინასწარ ბევრს ვერაფერს ვიტყვით. თანაც, გვახსოვს გასული სეზონი, როცა საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.
სანაკრებო პაუზამდე ლუის ენრიკეს გუნდი კარგ კონდიციებში იყო და ეს ახლაც გააგრძელა, "ლივერპულელებს" კი, როგორც ჩანს, ამან დიდი სარგებელი ვერ მოუტანა. სეზონში 15 წაგება მართლაც ძალიან ბევრია.
ფაქტია, პსჟ-მა ინგლისური კლუბების დამარცხების იოლ გზას მიაგნო და ვნახოთ, ამჯერად რა იქნება. გიორგი მამარდაშვილი ის მეკარეა, რომელსაც სასწაული რეაქციის გამოვლენა და გუნდის ნებისმიერ სიტუაციაში გადარჩენა შეუძლია (მისი ვიზავი საფონოვი კი ბოლო მატჩში მაგრად შეცდა). მეორე მხარეს საოცარ ფორმაში მყოფი შემტევებია, ერთმანეთზე ლამაზისა და ორიგინალურის მოფიქრება რომ შეუძლიათ. შესანიშნავად გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელია, ვისაც საყვარელ მარცხენა ფლანგზე ვიხილავთ.
მატჩი 23 საათზე დაიწყება.
პარალელურ მატჩში კი ერთმანეთს "ბარსელონა" - "ატლეტიკო" დაუპირისპირდებიან.