“გამოჩნდა, რომ საქართველოს არა ჰყავს პრემიერი-მინისტრი, პრეზიდენტი - საქართველოს ჰყავს ბიძინა ივანიშვილს პაჟები სხვადასხვა ვიზუალითა და სახელებით და როცა საქმე რაიმე მნიშვნელოვან საკითხზე მიდგება, ვხედავთ თუ ვინ არის რეალური ბოსი - გადამწყვეტ მომენტში ყველა ბოსთან მიდის და აზრს მას ეკითხებიან“, - ამის შესახებ პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.როგორც გეგელიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განმარტა, ახლა როდესაც რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობების დალაგება მიდის და ახალი ენერგეტიკული ხაზების ბედი წყდება, აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ ბიძინა ივანიშვილთან მიდიან, რადგან იციან, რომ საქართველოში ყველა მთავარი პროცესის რეალური ხელმძღვანელი ივანიშვილია.
“არც პრეზიდენტი არსებობს, არც მინისტრთა კაბინეტი არსებობს - ივანიშვილის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, “რაც გინდა, ის უწოდე“ ხალხია. ასე ივანიშვილმა იმ პრემიერს უწოდა, რომელიც ახლა ციხეში ზის. მერე ამას [ირაკლი კობახიძეს] მიუსვამს ციხეში და ახალი პაჟი ეყოლება. ივანიშვილი ამ ადამიანებს ნივთად უყურებს. კობახიძეც არის ნივთი. დღეს გავლენიანი ნივთია, ხვალ - აღარ იქნება. ირაკლი ღარიბაშვილიც ძალიან გავლენიანი იყო და დღეს სად არის ის?! გავლენიანი გრიგოლ ლილუაშვილი იყო თუ იყო, მაგრამ სად არის დღეს ის?! რატომ თვლის კობახიძე, რომ რაიმეში გამონაკლისია? - ლილუაშვილზე უფრო ჭკვიანია? ღარიბაშვილზე უფრო შავბნელი აზრები აქვს? - ყველანი თანაბარი პაიკები არიან!