ავტორი:

"პოლიციამ მისი 2 მეზობელი დააკავა" - რას ჰყვებიან ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც 3-დღიანი გაუჩინარების შემდეგ, გარდაცვლილი ნახეს

"პოლიციამ მისი 2 მეზობელი დააკავა" - რას ჰყვებიან ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც 3-დღიანი გაუჩინარების შემდეგ, გარდაცვლილი ნახეს

არაოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ ორი პირი დააკავა, რაც AMBEBI.GE-ს ზვიად ახრახაძის ახლობლებმა დაუდასტურეს.

"2 პირია დაკავებული, მისი მეზობლები, მეტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია. ის ისეთი კეთილი, ჭკვიანი და უკონფლიქტო ადამიანი იყო, არ ვიცი ვერ ვხედავ მიზეზს რატომ გაიმეტეს ასე. ზვიადი მშობლების ერთადერთი შვილი იყო. დედა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ჰყავს მეუღლე ,მამა და 2 წლის შვილი" - გვიყვება გარდაცვლილის ახლობელი.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დღეს იპოვეს. ზვიად ახრახაძე 5 აპრილს, ღამის 12 საათზე სამსახურიდან გავიდა, დაახლოებით 3-ის ნახევრისთვის და მას შემდეგ მასთან კონტაქტი სრულიად გაწყდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია.

არსებული ინფორმაციით, ზვიად ახრახაძე ზესტაფონიდან იყო და თბილისში ქირით იმყოფებოდა. გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

წაიკითხეთ ასევე: