ავტორი:

“სრული გამარჯვება“ ტრამპისთვის და “დამამცირებელი უკან დახევა“ ირანისთვის - რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ირანის ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტასა და დაწყებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე

“სრული გამარჯვება“ ტრამპისთვის და “დამამცირებელი უკან დახევა“ ირანისთვის - რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ირანის ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტასა და დაწყებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე

შეერთებული შტატები და ირანი საბრძოლო მოქმედებების ორი კვირით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა შემდგომი მოლაპარაკებების საწყისი წერტილი გახდეს. ჯერ უცნობია, რა პირობები იქნება მიღებული საბოლოოდ, თუმცა ერთი რამ ცხადია, ორივე მხრის მიერ გადადგმული კომპრომისი მიზნად ისახავს რეგიონში უსაფრთხოების აღდგენას და გლობალური ნავთობის მიწოდების სტაბილიზაციას.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დადგენილი ვადა 7 აპრილს იწურებოდა. ის, თეირანის მიერ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის კრიტიკული ჰორმუზის სრუტის არ გახსნის შემთხვევაში, ირანს ელექტროსადგურების, ხიდების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაბომბვით და, ზოგადად, “ცივილიზაციის“ განადგურებით ემუქრებოდა.

  • რას ამბობს აშშ

ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ Truth Social-ში დაწერა, რომ შეთანხმება პაკისტანის პრემიერ-მინისტრისა და მისი სამხედრო მეთაურის შუამავლობით განხორციელდა. AFP-სთან ინტერვიუში მან შეთანხმებას “სრული გამარჯვება“ უწოდა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონაწილე გახდა ისრაელიც. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი ირანზე სარაკეტო იერიშებს შეწყვეტს, თუმცა ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, ეს არ ვრცელდება ლიბანზე.

  • ირანის პასუხი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თუ ირანის წინააღმდეგ შეტევა შეჩერდება, შეიარაღებული ძალები საპასუხო დარტყმებს შეწყვეტენ. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მაყურებელს გააცნო ტრამპის განცხადება, რომელიც “ანტი ირანული რიტორიკიდან დამამცირებელ უკან დახევად“ შეაფასა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, ირანი და ომანი სრუტეში გამავალი გემებისთვის ტრანზიტის საფასურის დაწესებას გეგმავენ. შეგროვებული თანხები რეკონსტრუქციისთვის იქნება გამოყენებული.

  • შეთანხმების პირობები

აშშ-ის 15-პუნქტიანი გეგმის სრული დეტალები არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სავარაუდოდ, ის მოიცავს:

  1. ირანის მიერ ბირთვული იარაღის არქონის ვალდებულების აღებას
  2. ურანის გადაცემას
  3. თეირანის თავდაცვითი შესაძლებლობების შეზღუდვას
  4. რეგიონული მარიონეტული ჯგუფების გაუქმებას
  5. ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას

ირანმა გეგმა ადრე უარყო. ოფიციალურმა პირმა აშშ-ს მოთხოვნები “დიდწილად გადაჭარბებულად, არარეალურად და დაუსაბუთებლად“ შეაფასა.

თეთრ სახლს არ დაუკონკრეტებია, რას მოიცავს ირანის 10-პუნქტიანი წინადადება, თუმცა ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ მისი ძირითადი ნაწილები წარმოადგინა. გეგმა მოიცავდა:

  1. ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილების რეგულირებას;
  2. ირანსა და მის რეგიონში მარიონეტული ძალების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტას;
  3. აშშ-ის ძალების რეგიონიდან გაყვანას;
  4. ირანისთვის კომპენსაციის გადახდას;
  5. საერთაშორისო სანქციების მოხსნას
  6. გაყინული აქტივების გათავისუფლებას;

ასევე გაეროს სავალდებულო რეზოლუციის მიღებას, რომელიც ნებისმიერი საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ირანის სახელმწიფო მედიის მიერ სპარსულ და ინგლისურ ენებზე გავრცელებულ უშიშროების საბჭოს განცხადებაში ასევე ნახსენებია ირანის პრეტენზია ბირთვული იარაღის ქონის უფლებაზე.

წყარო

იხილეთ ასევე: