შინაგან საქმეთა სამინისტრო ზვიად ახრახაძის გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს და ორი პირის დაკავების შესახებ განმარტებას აკეთებს:
"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისათვის შეუტყობინებლობისთვის 2 პირი: 1992 წელს დაბადებული ი.მ. და 1985 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა დაადგინეს და ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან.ზ.ა.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დღეს იპოვეს. ზვიად ახრახაძე 5 აპრილს, ღამის 12 საათზე სამსახურიდან გავიდა, დაახლოებით 3-ის ნახევრისთვის და მას შემდეგ მასთან კონტაქტი სრულიად გაწყდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია. არსებული ინფორმაციით, ზვიად ახრახაძე ზესტაფონიდან იყო და თბილისში ქირით იმყოფებოდა. გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
იხილეთ ასევე: