აშშ-მა გადამწყვეტი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ირანი აშშ-ს "ცეცხლის შეწყვეტას შეევედრა“.
ასევე, ჰეგსეტის განცხადებით, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ თავისი საბრძოლო შესაძლებლობების 10%-ზე ნაკლები გამოიყენა.
"დანარჩენმა მსოფლიომ და ჩვენმა ე.წ. მოკავშირეებმა დაინახეს, თუ როგორია ნამდვილი შესაძლებლობები. მათ ეს მხედველობაში უნდა მიიღონ“, - განაცხადა ჰეგსეტმა.