თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
"სხვადასხვა უწყებასთან ვატარებთ აქციებს და დღეს მერიის წინ ვაპროტესტებთ კორუფციას და ჩაგვრას", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათ თან აქვთ საპროტესტო ბანერები წარწერით: "საქართველოში ბავშვები შიმშილობენ“, "კორუფციული რეჟიმი უნდა დასრულდეს“, "ბიუჯეტის ქურდები ციხეში“, "მაინც არ გაღიარებთ, წადით“.