საქართველოს კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ განათების აპარატურა შეიძინეს რუსთაველის ეროვნული თეატრის მუდმივი საჭიროებებისთვის და არა კონკრეტული "ვეფხისტყაოსნის” სპექტაკლისთვის.
"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. განათების აპარატურა შეძენილ იქნა რუსთაველის ეროვნული თეატრის მუდმივი საჭიროებებისთვის და არა ერთი კონკრეტული სპექტაკლისთვის.
შესაბამისად, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, რაც რუსთაველის თეატრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად”,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპექტაკლ "ვეფხისტყაოსნის" გასანათებლად 820 400 ლარი დაიხარჯა.