ყოველივე, რაც მოვისმინეთ, სისასტიკეზე მიუთითებს, სინანული მთელი ამ პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში არ მოგვისმენია , - ამის შესახებ მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმის მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
"სასარდლომ დამნაშავედ ცნო სამივე ბრალდებული. ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა ბრალად წარდგენილი ქმედებები... საუბარი იყო დახმარებაზე, არ მიგვიტოვებიაო, მაგრამ სასამართლო აკვირდებოდა გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ სინანული, ახალგაზრდა ადამიანი არასრულწლოვანი ბრალდებულების ქმედებით აღარ არის, სასამართლომ ვერ მოისმინა. ბრალდებულებს ერთი სიტყვა რომ ეთქვათ, თუნდაც, ბოდიში, სასამართლოს არ მოუსმენია.
სინანული არის ის, რომ ისინი პატიმრობაში არიან.
ყოველივე, რაც მოვისმინეთ, სისასტიკეზე მიუთითებს, სინანული მთელი ამ პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში არ მოგვისმენია.
მოვისმინეთ, რომ ერთ-ერთი შესვენების დროს, დაზარალებულის ოჯახის წევრებს "თვალებს უქაჩავდნენ", მოწმისგანაც მოვისმინეთ, მოწმეზეც იყო აგრესიული გამოხატულება. სასამართლო მიანიშნებს, რომ აღარ არის ახალგაზრდა ადამიანი ისევ ახალგაზრდა ადამიანების მეშვეობით.
სასამართლო რომელიც ახლა სასჯელს გამოაცხადებს, დამაფიქრებელი იქნება ყველა მერყევი ელემენტისთვის, ვისაც აგრესიული ქმედება ცხოვრებაში ნორმად მიაჩნია. მხოლოდ ქმედებით არ ხდება დამცირება, სიტყვითაც ხდება.
სასამართლო იქნება უმკაცრესი ყველა შემთხვევაში",- განაცხადა ტყეშელაშვილმა.
მოსამართლის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ახალგაზრდა პედაგოგს არასასურველი კომუნიკაცია ჰქონდა მოსწავლესთან, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა.
მოსამართლის თქმით, ადამიანი შექმნილია იმისთვის, რომ მეორე ადამიანში მეგობარი ეძებოს, შესაბამისად, ეს სასჯელი ყველასთვის სამაგალითო იქნება, თუ როგორ უნდა იურთიერთობონ ადამიანებმა ერთმანეთთან.