ავტორი:

"პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებზე გვეყოლება უიტკოფი, კუშნერი, შესაძლოა, ჯეი დი ვენსიც" - დონალდ ტრამპი

"პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებზე გვეყოლება უიტკოფი, კუშნერი, შესაძლოა, ჯეი დი ვენსიც" - დონალდ ტრამპი

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი პაკისტანში გაემგზავრებიან ირანთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაზეთ The News York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ადგილზე გვეყოლება უიტკოფი, კუშნერი. შესაძლოა, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც, არ ვიცი. ეს უსაფრთხოების საკითხია”, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლების პირისპირ მოლაპარაკებები “ძალიან მალე” გაიმართება.