ეს დასასრული არ არის. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
"შესანიშნავ შედეგებს მივაღწიეთ... ირანი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე - ეს არის საბაზისო წერტილი... ეს კამპანიის დასასრული არ არის. ირანი ამ მოლაპარაკებებში უფრო დამარცხებული და დასუსტებული შედის, ვიდრე ოდესმე", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელს ჯერ კიდევ აქვს მიზნები, რომლებსაც უნდა მიაღწიოს.
"ჩვენ მათ მივაღწევთ“, - აცხადებს ნეთანიაჰუ და დასძენს: „ან შეთანხმებით, ან საბრძოლო მოქმედებების განახლებით“.
მისი თქმით, ისრაელი „მზადაა ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს საბრძოლო მოქმედებებს“.
„თითი სასხლეტზეა“, - აღნიშნავს ნეთანიაჰუ.