"თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება!” - ამ ლოზუნგით პარლამენტთან 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი აქცია მიმდინარეობს.
"აქ ვაპირებთ ღამის გათენებას. იქნება ცოცხალი შესრულება, ფილმის ჩვენება, სინდისის პატიმრების მშობლებთან ერთად ვიქნებით. ვიდგებით, ვიდრე დასჭირდება ქვეყანას, ვიდგებით, ვიდრე არ გადავარჩენთ ქვეყანას. არავინ არ აპირებს სახლში წასვლას. 9 აპრილი არის ისტორიულად მნიშვნელოვანი თარიღი, 9 აპრილის გმირებმა ეს ქვეყანა მოგვიტანეს და ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ შევინარჩუნოთ მათი სისხლის ფასად მოპოვებული თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, - განაცხადა „დროას“ წევრმა, შუშანა მაცაბერიძემ.
რაც შეეხება 9 აპრილს, მოქალაქეები დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილიდან გეგმავენ სამოქალაქო მსვლელობებს და საბოლოოდ, 20:00 საათზე, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან.
აქციის მონაწილეები პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პოზიციას, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.