ავტორი:

"კვარას" ვერავინ აჩერებს - ქართველი ფეხბურთელის მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, გამარჯვებული პსჟ და ლივერპულის მარცხი (ვიდეო)

"კვარას" ვერავინ აჩერებს - ქართველი ფეხბურთელის მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, გამარჯვებული პსჟ და ლივერპულის მარცხი (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ-მ "ლივერპულს" უმასპინძლა. მატჩი ძირითადიდან დაიწყეს ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მამარდაშვილმა.

პჟს-ს შემადგენლობა: საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში, დუე, კვარაცხელია, დემბელე.

ლივერპულის შემადგენლობა: მამარდაშვილი, ფრიმპონგი, კონატე, ვან დეიკი, კერკეზი, სობოსლაი, გრავენბერხი, მაკ ალისტერი, გომესი, ეკიტიკე, ვირტცი.

მატჩი პარიზელებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიში მალევე გახსნეს. მე-13 წუთზე დეზირე დუემ გიორგი მამარდაშვილს გაუტანა.

  • თამაში ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, უფრო მეტი შანსი გოლის გატანის პჟს-ს ჰქონდა. თუმცა გიორგი მამარდაშვილი უშეცდომოდ თამაშობდა და პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ტაიმში, 65-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი მამარდაშვილს მორიგი შეტევის დროს აჯობა, გოლი გაიტანა და პარიზელების უპირატესობა გაზარდა - 2-0

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი შესანიშნავი მატჩი გამოუვიდა. ის მინდორზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მან ორი გოლი გაუშვა, ასევე არაერთი ურთულესი ბურთი მოიგერია.