რუსთაველის გამზირზე, სადაც 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები დაღუპულთათვის პატივის მისაგებად მიდიან, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.
"რატომ მიკრძალავთ მოსვლას, არ მაქვს უფლება ვილოცო? ჩახვეული გაქვთ „ქართული ოცნება“, მონებო, მონებო“,- მიმართა ადგილზე მისულმა მოქალაქემ აქტივისტებს.

ამასთან, 9 აპრილის მემორიალთან ცოტა ხნის წინ მიიტანეს საქართველოს პარლამენტის სახელით ყვავილების გვირგვინი. იქ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა კი გვირგვინზე დამაგრებული ლენტი, რომელსაც ეწერა „საქართველოს პარლამენტიდან“, მოხსნეს.

ადგილზე პერიოდულად ისმის შეძახილები „ძირს ბიძინას რუსული რეჟიმი!“ „მონებო, მონებო“.
9 აპრილის მემორიალთან შეკრებილები არიან აქციებისას დაკავებულთა დედები და სამოქალაქო აქტივისტები.
ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი, ინტერპრესნიუსი