ავტორი:

9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი მივიდნენ - მათ გამოჩენას შეძახილები მოჰყვა: რა ხდებოდა ადგილზე

9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი მივიდნენ - მათ გამოჩენას შეძახილები მოჰყვა: რა ხდებოდა ადგილზე

9 აპრილის მემორიალთან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები მივიდნენ.

  • მათ გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან მოჰყვა შეძახილები: „რუსებო, რუსებო!“

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვეს.

მანამდე 9 აპრილის მემორიალთან სამართალდამცავები მივიდნენ

და მემორიალის გარშემო განლაგდნენ.

სამართალდამცავებმა მოქალაქეებს მემორიალის გარშემო ტერიტორიის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია.

ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი, ინტერპრესნიუსი

წაიკითხეთ ასევე: