ავტორი:

ბაჰამის კუნძულებზე, დასასვენებლად მყოფი ქალი ნავიდან გადავარდა და ღია ოკეანეში გაუჩინარდა - 4 დღის შემდეგ მისი ქმარი დააკავეს: რა დეტალებზე წერს მედია?

ბაჰამის კუნძულებზე, დასასვენებლად მყოფი ქალი ნავიდან გადავარდა და ღია ოკეანეში გაუჩინარდა - 4 დღის შემდეგ მისი ქმარი დააკავეს: რა დეტალებზე წერს მედია?

ოთხი დღის წინ ბაჰამის კუნძულებზე მომხდარმა უცნაურმა ფაქტმა მედია აალაპარაკა. მიჩიგანელი წყვილი დასვენებით ტკბებოდა, როდესაც ნავში მყოფი მამაკაცის მეუღლე გაუჩინარდა და მისი პოვნა დრემდე ვერ შეძლეს.

მას შემდეგ რაც დაკარგული ქალის შვილმა განგაში ატეხა, დააკავეს 59 წლის იახტმენი ბრაიან ჰუკერი. მისი თქმით, მისი ცოლი მათი იახტისკენ მიმავალ გზაზე რვა ფუტიანი ნავიდან გადმოვარდა.

ბაჰამის სამეფო პოლიციის კომისარის თქმით, მამაკაცი “ეჭვმიტანილის სახით არის დაკავებული“.

ბრაიანის ადვოკატმა, ტერელ ბატლერმა, განაცხადა, რომ ის “კატეგორიულად და ცალსახად უარყოფს ნებისმიერ დანაშაულს“. ბატლერის თქმით, მისი კლიენტი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

“ის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობდა“, - განაცხადა ბატლერმა.

ამასთან, NBC News-ის ინფორმაციით, აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ლინეტ ჰუკერის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა დამატებითი დეტალების გასაჯაროებაზე უარი განაცხადა.

საქმე მას შემდეგ გამწვავდა, რაც ლინეტ ჰუკერის ქალიშვილმა, კარლი აილსვორტმა, საჯაროდ გამოთქვა ეჭვები დედისა და მამინაცვლის ურთიერთობის შესახებ. მისი თქმით, ბრაიანი ლინეტს ფიზიკურადაც ემუქრებოდა.

“ის მას ახრჩობდა და ნავიდან გადაგდებით ემუქრებოდა. ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი რეალურად შეიძლება ხდებოდეს, მაფიქრებინებს, რომ ამ ყველაფერში სწორედ ბრაიანია გარეული" - ამბობს კარლი.

წყარო