ბოლო წლებია, ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარეობს ცვლილებები, რაც აბიტურიენტებსა და მშობლებში ბევრ კითხვას აჩენს, სწავლის საფასურთან, პროგრამებთან, მისაღები ადგილების რაოდენობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
ცვლილებების ფონზე, კერძო უნივერსიტეტები კვლავ რჩება თანამედროვე სწავლების მეთოდებსა და დასაქმებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებად. გამოწვევების ფონზე, ისინი კიდევ უფრო აქტიურად ნერგავენ სტუდენტების კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებსა და გლობალურ შრომით ბაზარზე მორგებულ კურიკულუმს. კერძო უნივერსიტეტის რეპუტაცია საქართველოში წლებია, მართლაც საფუძვლიანად არის დაკავშირებული ინდივიდუალურ სწავლების მეთოდებსა და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობასთან.
უფრო დეტალურად, თუ რა კარიერულ შესაძლებლობებს გთავაზობთ კერძო უნივერსიტეტი, რა უნდა გაითვალისწინოთ მისი შერჩევისას და შესაძლებელია თუ არა დაფინანსების მოპოვება ჩარიცხვისას ან სწავლის დაწყების შემდეგ, „ალტერბრიჯის“ რექტორი, ნათია გოცაძე საუბრობს.

„ალტერბრიჯის“ რექტორი - ნათია გოცაძე
აღსანიშნავია, რომ „ალტერბრიჯი“ წლებია, ერთ-ერთი წამყვანი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც სტუდენტებს სწავლის პირველივე საფეხურებიდან აძლევს საკუთარი პროფესიით სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობას. ასევე უნივერსიტეტში მოქმედებს შიდა საგრანტო პროგრამებიც, რაც სტუდენტს, სწავლის გადასახადისგან ნაწილობრივ ან სრულად ათავისუფლებს.
დღეს განათლება აღარ არის მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება, ის პიროვნული ტრანსფორმაციის პროცესიცაა, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ახალგაზრდის მომავალს. სწორედ ამიტომ, აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ვურჩევ, უნივერსიტეტის შერჩევისას სამ საკითხზე გაამახვილონ ყურადღება:
„ალტერბრიჯში“ ჩვენ სწორედ ამ ფილოსოფიით ვმუშაობთ. სტუდენტებთან ვამყარებთ პირდაპირ კომუნიკაციას, გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვეხმარებით თავისი შესაძლებლობებისა და პოტენციალის მაქსიმალურად აღმოჩენაში. ამიტომაც ხშირად ვამბობ, რომ „ალტერბრიჯი“ არის ხიდი განათლებასა და რეალურ ცხოვრებას შორის, ცოდნასა და მოქმედებას შორის, ოცნებასა და შედეგს შორის. ეს არ არის მხოლოდ მეტაფორა - ეს არის ჩვენი ყოველდღიური მუშაობის პრინციპი, რასაც სტუდენტები საკუთარ თავზე გრძნობენ.

კერძო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი ძალა მოქნილობაა. დღეს პროცესები ძალიან სწრაფად იცვლება, ტექნოლოგიური განვითარება ასეთი დაჩქარებული არასდროს ყოფილა. ციფრული პროცესები იმდენად არის შემოსული ნებისმიერ სფეროში, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები არიან ერთ-ერთი პირველი, ვისაც დროული რეაგირება, განახლება და მუდმივი კავშირი სჭირდება შრომის ბაზართან, რათა სტუდენტები სრულფასოვან პროფესიონალებად მოამზადონ.
სწორედ აქ იკვეთება კერძო უნივერსიტეტის უპირატესობა. მას შეუძლია, უფრო სწრაფად დანერგოს ახალი მიდგომები და პროგრამები, მოიზიდოს პრაქტიკოსი სპეციალისტები, შექმნას უფრო ცოცხალი სასწავლო გარემო და სტუდენტს გაცილებით მეტი პერსპექტივა მისცეს განვითარებისთვის.
შესაბამისად, „ალტერბრიჯში“ განათლების მიღება პიროვნული და პროფესიული ზრდის ცოცხალი პროცესია, რომელიც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად იცვლება.
ამასთანავე, კერძო უნივერსიტეტის მთავარი უპირატესობებია ინდივიდუალური მიდგომა და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობა, მაგრამ რას გულისხმობს ეს პროცესი? - სტუდენტს უსმენენ, მნიშვნელობა ენიჭება მის იდეებს, უნივერსიტეტს მართლა სჯერა მისი და ხელს უწყობს პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმაში, რაც როგორც წესი, ყველაზე რთულია ხოლმე.

„ალტერბრიჯში“ შევქმენით დაფინანსების უნიკალური სისტემა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტს შეუძლია მიიღოს სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. კონკურსის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ახალგაზრდებს მხოლოდ აკადემიური ნიშნით არ ვაფასებთ, რაც სრულ თანხვედრაშია თანამედროვე გაიდლაინებთან. უფრო კონკრეტულად, სასწავლო გრანტის გაცემისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია იდეა, ხედვა, არგუმენტაცია, შრომისუნარიანობა, მოტივაცია და ის შინაგანი რესურსი, რომელიც შესაძლოა სტუდენტს ჯერ ბოლომდე თავადაც არ ჰქონდეს აღმოჩენილი.
„ალტერბრიჯში“ ჩვენი მიდგომა ასეთია: განათლების ხარისხი უნდა იზრდებოდეს, მაგრამ ამავდროულად განათლებაზე წვდომა არ უნდა იქცეს ელიტარულ პრივილეგიად. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად ვავითარებდეთ მექანიზმებს, რომლებიც სტუდენტის რეალურ მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული. მათ შორის არის დაფინანსების კონკურსები, მოქნილი გადახდის მოდელები თუ სხვა მხარდამჭერი ინიციატივები.
ჩვენთვის სწავლის საფასურის საკითხი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილსაც მოიცავს, რაც გულისხმობს იმას, რომ უნივერსიტეტმა უნდა იზრუნოს სტუდენტებისთვის არა მხოლოდ აკადემიური ხარისხის მინიჭებაზე, არამედ იმაზეც, რომ ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კარი მხოლოდ ფინანსური ბარიერების გამო არ დაეხუროთ.
დიახ, შესაძლებელია. ხშირად გვგონია, რომ დაფინანსების მიღება მხოლოდ ჩარიცხვისას არის შესაძლებელი, თუმცა სტუდენტი ვითარდება სწავლის პროცესში და ზოგჯერ სწორედ უნივერსიტეტში მოსვლის შემდეგ იწყებს საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებას, ხდება უფრო აქტიური, უფრო მოტივირებული, შემოქმედებითი. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტს განვითარების შანსი ჰქონდეს არა მხოლოდ დასაწყისში, არამედ გზის სხვადასხვა ეტაპზეც.
ბევრისთვის სტუდენტური ცხოვრება ჯერ კიდევ ასოცირდება მხოლოდ აუდიტორიასთან, ლექციებთან და ფორმალურ ღონისძიებებთან. „ალტერბრიჯში“ სტუდენტური ცხოვრების კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს ინტელექტუალური, სოციალური და ემოციური ზრდის სივრცე. ადგილი, სადაც ახალგაზრდა არა მხოლოდ სწავლობს, არამედ ურთიერთობს, იძენს კავშირებს, ავითარებს საკუთარ ხმას, ლიდერობას, ხედვასა და თვითრწმენას.
ამ კონცეფციაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კავშირების გაღრმავებას, არაფორმალურ განათლებას, პრაქტიკულ პროექტებში ჩართულობას, შეხვედრებს პროფესიონალებთან, შთამაგონებელ დისკუსიებსა და იმგვარი გარემოს შექმნას, სადაც სტუდენტი გრძნობს, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების თანამონაწილეა.
ჩვენთვის პრაქტიკული გამოცდილება სწავლების დამატებითი კომპონენტი არ არის - ის განათლების ბირთვია. თანამედროვე სამყაროში დიპლომი უკვე აღარ არის საკმარისი. საჭიროა გამოცდილება, უნარები, კომუნიკაცია, გუნდურობა, საკუთარი თავის სწორად წარმოჩენა, პროექტზე მუშაობა, გადაწყვეტილების მიღება. სწორედ ამიტომ „ალტერბრიჯში“ ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც სტუდენტები ერთვებიან პრაქტიკულ აქტივობებში, პროფესიულ დისკუსიებში, პროექტებში, სიმულაციებში, ვორქშოფებსა და სხვადასხვა ტიპის არაფორმალურ საგანმანათლებლო ინიციატივებში.
თუ უნივერსიტეტი არ რეაგირებს დასაქმების ბაზრის ცვლილებებზე, თუ არ ესმის მომავლის პროფესიების ლოგიკა, თუ არ სწავლობს დამსაქმებლის მოთხოვნებს და არ ითვალისწინებს გლობალურ ტენდენციებს, მაშინ არსებობს საფრთხე, რომ მან სტუდენტს მისცეს ცოდნა, რომელიც თეორიულად საინტერესოა, მაგრამ პრაქტიკულად ნაკლებად გამოყენებადი.
„ალტერბრიჯის“ სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, პროგრამები პასუხობდეს ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა მიიღოს არა მხოლოდ აკადემიური საფუძველი, არამედ ისეთი კომპეტენციები, რომლებიც მას კონკურენტუნარიანს გახდის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სივრცეშიც.
ჩვენ არ ვამზადებთ ახალგაზრდებს მხოლოდ ერთი ვიწრო პოზიციისთვის. ჩვენ ვზრდით ადამიანებს, რომლებსაც შეეძლებათ ადაპტაცია, ლიდერობა, სტრატეგიული აზროვნება, ეფექტური კომუნიკაცია და პროფესიული თვითრეალიზაცია სწრაფად ცვალებად სამყაროში.
კარიერული კონსულტაცია ჩვენთვის ნიშნავს არა მხოლოდ ტექნიკურ დახმარებას, არამედ სტუდენტის პროფესიული იდენტობის ფორმირებაში მონაწილეობას.
აღნიშნული პროცესი მოიცავს კარიერული მიმართულების გააზრებას, სტუდენტის ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებას, CV-ისა და სამოტივაციო წერილის მომზადებას, გასაუბრებისთვის მზადებას, თვითპრეზენტაციის უნარების განვითარებას, პროფესიული გზის დაგეგმვას და ზოგადად იმის დანახვას, თუ როგორ უნდა გადააქციოს ადამიანმა საკუთარი განათლება რეალურ შესაძლებლობად.
ადამიანი შეიძლება იყოს ნიჭიერი, მაგრამ არ იცოდეს, როგორ მოახდინოს საკუთარი თავის პოზიციონირება. უნივერსიტეტს კი შეუძლია, ამ პროცესში ფასდაუდებელი როლი შეასრულოს. ჩვენი აზრით, უნივერსიტეტი სტუდენტს უნდა აძლევდეს პროფესიულ გამოცდილებას და დიპლომს, რომელიც გზას გაუკვალავს მას.

ჩვენ მუდმივად ვინარჩუნებთ კავშირს რეალურ პროფესიულ ველთან და ამ პროცესში ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვთ პრაქტიკოს ლექტორებს, რადგან მათ აუდიტორიაში შეაქვთ არა მხოლოდ თეორია, არამედ რეალური შემთხვევები, გამოცდილება, გამოწვევები და პროფესიული კონტექსტი. ეს სტუდენტისთვის ძალიან ფასეულია. ის ხედავს, როგორ მუშაობს ცოდნა რეალურ ცხოვრებაში, რა ტიპის მოთხოვნები აქვს ბაზარს, რას ელოდება დამსაქმებელი და როგორ უნდა მოემზადოს ამ გარემოსთვის.
ასეთი მიდგომა ბუნებრივად ზრდის დასაქმების შესაძლებლობებსაც. ხშირად სტუდენტები ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში ერთვებიან პროფესიულ პროცესებში, გადიან პრაქტიკას, ქმნიან კონტაქტებს, ხდებიან ხილულები პროფესიულ წრეში. სწორედ ეს არის უნივერსიტეტის რეალური ღირებულება - როდესაც სწავლა არ არის მოწყვეტილი მომავალს.
„ალტერბრიჯი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სტუდენტებს საწყის საფეხურებზევე სთავაზობს სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებს, რეალური პროფესიული გამოცდილების მიღებას, რაც შემდგომში მნიშვნელოვანია მათი კარიერული წინსვლისთვის.
არჩევანი კერძო უნივერსიტეტზე უნდა შეჩერდეს მაშინ, როდესაც სტუდენტს სურს არა უბრალოდ დიპლომი, არამედ პიროვნული ყურადღება და პროფესიული მზადყოფნა.
თუ ახალგაზრდა ეძებს გარემოს, სადაც მას დაინახავენ, მოუსმენენ, განავითარებენ, გამოწვევებს დაუსახავენ და პარალელურად პრაქტიკულ გზასაც გაუხსნიან, ასეთ შემთხვევაში კერძო უნივერსიტეტს ნამდვილად შეუძლია იყოს ძალიან ძლიერი არჩევანი. „ალტერბრიჯის“ შემთხვევაში ეს არჩევანი ეფუძნება ჩვენს მისიას, ჩვენს ადამიანურ და აკადემიურ ფილოსოფიასა და იმ სტრატეგიულ ხედვას, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი უნდა იყოს სიცოცხლისუნარიანი, თანამედროვე, ღირებულებებზე დაფუძნებული და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცე.
ჩვენთან, „ალტერბრიჯში“ სწორედ ასეთი გარემო დაგხვდებათ.
R