სისხლის სამართლის საქმეში ხშირად ერთი გადაწყვეტილება განსაზღვრავს ადამიანის მომავალს - თავისუფლებას, რეპუტაციას და ცხოვრების მიმართულებას. სწორედ ამიტომ, ადვოკატის როლი ასეთ პროცესებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გამოცდილი და პროფესიონალი სამართლის სპეციალისტის დროული ჩართვა არამხოლოდ რისკების შემცირებას, არამედ ყველა ეტაპზე საქმის სწორად წარმართვას უზრუნველყოფს.
ლაშა ჯანიბეგაშვილი და მარიამ ჭყონია საქართველოში ცნობილი არიან, როგორც წარმატებული იურისტები, რომელთაც თავიანთ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნეს ონლაინ პლატფორმები advocatory.ge/ge ასევე ფეისბუქგვერდები ლაშა ჯანიბეგაშვილი/Lasha Janibegashvili და ადვოკატი მარიამ ჭყონია•lawyer Mariam Tchkonia, სადაც მათ საქმიანობას დიდი გამოხმაურება აქვს.
ვინ არის ადვოკატი მარიამ ჭყონია?
მარიამ ჭყონია არის სისხლის სამართლის კვალიფიციური ადვოკატი, რომელიც თბილისში საქმიანობს და ეფექტიანად იცავს კლიენტების ინტერესებს გამოძიების დაწყებიდან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, უზრუნველყოფს სტრატეგიულ მიდგომას და თითოეულ საქმეზე ინდივიდუალურად მორგებულ დაცვას. მან განათლება მიიღო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, სადაც წარჩინებით დაამთავრა ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. მისი სადისერტაციო ნაშრომი ეძღვნება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, განრიდებასა და რესოციალიზაციას - ამ სფეროში მას განსაკუთრებული სპეციალიზაცია გააჩნია.
მარიამი ამბობს, რომ სამართლიანობის მნიშვნელობაზე ის ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში დაფიქრდა. სკოლაში სწავლისას, როდესაც ხედავდა არასრულწლოვანთა ბულინგს, გენდერულ დისკრიმინაციასა თუ სხვა სახის უსამართლობას, მუდმივად უჩნდებოდა პროტესტის განცდა. ამ ყველაფერმა მარიამში განავითარა სხვების უფლებების დაცვისკენ სწრაფვა.
19 წლის ასაკში გაიცნო ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი, რომელიც პარტნიორ ადვოკატებთან ერთად, სხვადასხვა სირთულის საქმეებს აწარმოებდა. გაცნობიდან მალევე მარიამ ჭყონია და ლაშა ჯანიბეგაშვილი ჩამოყალიბდნენ პარტნიორებად და მათი თანამშრომლობა დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ სამართლებრივ ტანდემად მიიჩნევა.
"მარიამი როცა გავიცანი, 19 წლის იყო. სხვებისგან გამოარჩევდა პატიოსნება, სწრაფი ანალიტიკური აზროვნება და ნებისმიერ სიტუაციაში გამოსავლის პოვნის უნარი. მაშინვე მივხვდი, მისგან ბრწყინვალე ადვოკატი დადგებოდა, - იხსენებს ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი.
რას მოიცავს სისხლის სამართლის ადვოკატის მომსახურება?
სისხლის სამართლის სფერო კომპლექსურია და საჭიროებს სპეციფიკურ მიდგომას - განსაკუთრებით ისეთ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ბათუმი და ქუთაისი. სამართლებრივი კონსულტაციის მიღება ბრალდებულს, მოწმეს ან დაზარალებულს სიტუაციის სწრაფ შეფასებას სთავაზობს. სისხლის სამართლის ადვოკატის კომპეტენციაში შედის:
პრაქტიკიდან: რეალური საქმეები
არასრულწლოვანი მსხვერპლის დაცვა სექსუალური ძალადობის საქმეში
ბიუროს მიმართა გოგონას დეიდამ, რომლის მიმართ სქესობრივ ძალადობას წლების განმავლობაში ახორციელებდა მამინაცვალი. ადვოკატებმა მსხვერპლი გამოჰკითხეს, შეადგინეს გასაუბრების ოქმი და დაუყოვნებლივ მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს. პოლიციამ იმავე დღეს დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები; დამნაშავე პირს ბრალი წაუყენეს და პასუხისგებაში მისცეს. წლების განმავლობაში გაჭიანურებული პრობლემა, სისხლის სამართლის ადვოკატის სწორი ჩართულობის წყალობით, უმოკლეს დროში გადაიჭრა.
გამამართლებელი განაჩენი ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ბრალდებაზე
პოლიციამ ი.ბ. დააკავა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებასა და გასაღებაზე ბრალი წაუყენა. ოჯახი ლაშა ჯანიბეგაშვილს დაუკავშირდა. ადვოკატ მარიამ ჭყონიასთან ერთად შეიმუშავეს დაცვის სტრატეგია: გამოვლინდა, რომ პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო, ხოლო მოწმეთა ჩვენებები - ურთიერთგამომრიცხავი. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნებოდაა მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულ მტკიცებულებებს - ეს სტანდარტი ამ საქმეში დაცული ვერ იქნა, რაც გამამართლებელი განაჩენის საფუძველი გახდა.
კოჯორში მიწასთან დაკავშირებული დავა თბილისის მერიასთან რეკორდულ დროში - 28 დღეში წარმატებით დასრულდა
2022 წელს ადვოკატებს კონსულტაციისთვის მიმართა თბილისში, ვაკეში მცხოვრებმა ცნობილმა პროფესორმა მეუღლესთან ერთად. მათ განმარტეს, რომ კოჯორში არსებული მათი მიწის ნაკვეთი უკვე 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეკრეაციულ ზონაში იყო მოქცეული. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, თბილისის მერიას სტატუსის შეცვლაზე უარს ამბობდა. კონსულტაციის შედეგად შეთანხმდნენ, რომ პროცესს საწყის ეტაპზე ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი წარმართავდა, რომელმაც დეტალურად შეისწავლა საქმე, დაამუშავა არსებული მასალები, მოიპოვა და დაამატა ახალი მტკიცებულებები, რის შემდეგაც შესაბამისი განცხადება თბილისის მერიაში შეიტანა. საქმის განხილვის ვადა 28 დღე იყო, ხოლო უარის შემთხვევაში გადაწყვეტილება სასამართლოში უნდა გასაჩივრებულიყო. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, მოლოდინი მაღალი იყო, რომ საქმე უარყოფითად დასრულდებოდა და პროცესი მრავალწლიან სასამართლო დავაში გადაიზრდებოდა.
თუმცა სწორედ აქ გამოჩნდა ძლიერი სტრატეგიული ადვოკატის მნიშვნელობა. ლაშა ჯანიბეგაშვილმა არ დაელოდა მერიის ოფიციალურ პასუხს. ის უშუალოდ დაუკავშირდა მერიის იურისტებს და მკაფიოდ დააყენა საკითხი: ან კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღებოდა კლიენტის სასარგებლოდ, რაც სამართლებრივად დასაბუთებული იყო, ან დაიწყებოდა ღია დავა თბილისის მერიის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, მტკიცებულებების საჯაროობა და საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მოწინააღმდეგე მხარისთვის დამატებით რისკებს შექმნიდა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლაშა ჯანიბეგაშვილს სოციალურ ქსელებში დაახლოებით 200 000 გამომწერი ჰყავს, რაც საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი იურიდიული საქმე ფართო საზოგადოებრივ განხილვად აქციოს. შესაბამისად, ალტერნატივა იყო - მორიგება ან ხანგრძლივი და რეზონანსული სასამართლო დავა, პარალელურად დამატებითი სამართლებრივი რეაგირებებით სხვადასხვა უწყებაში.
საბოლოოდ, საქმის განხილვა დაუჯერებლად სწრაფად - 28 დღეში დასრულდა - კოჯორში მიწის ნაკვეთს სტატუსი შეეცვალა, ხოლო ქონება, რომელიც, ფაქტობრივად, გაუფასურებული იყო, ამავე პერიოდში ნახევარ მილიონამდე ღირებულების გახდა.
ეს არის სწორედ ეფექტი, რომელსაც ძლიერი და სტრატეგიულად მოაზროვნე ადვოკატი ქმნის.
ხშირად დასმული კითხვები:
როგორია ადვოკატის მომსახურების ფასი?
- სამართლებრივი კონსულტაციისა და ადვოკატის მომსახურების ღირებულება საქართველოში დამოკიდებულია საქმის სირთულეზე, ადვოკატის კვალიფიკაციასა და ინსტანციაზე, ადვოკატის გამოცდილებაზე, ცნობადობასა და ბაზარზე მოთხოვნილებაზე
თბილისში ფასები საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე რეგიონებში.
თუ შევადარებთ სამართლებრივი კონსულტაციის ფასს საქართველოში, ევროპასა და ამერიკაში, აშკარაა, რომ საქართველო კვლავ ხელმისაწვდომ ბაზრად მიიჩნევა. ამერიკაში ადვოკატის მომსახურება ერთ-ერთი ყველაზე ძვირია მსოფლიოში, ხოლო ევროპაში ფასები ქვეყნის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. თბილისში კვალიფიციური იურისტის დაქირავება ბევრად ხელმისაწვდომია, ვიდრე ლონდონში ან ნიუ-იორკში.
“სწორი ადვოკატი ხშირად განსაზღვრავს საქმის შედეგს. სწორედ ამიტომ გამოცდილი სამართლის სპეციალისტის ჰონორარი უფრო ინვესტიციაა, ვიდრე ხარჯი“, - ამბობს ლაშა ჯანიბეგაშვილი
როგორ ავირჩიოთ სამართლის სწორი სპეციალისტი?
- ყურადღება მიაქციეთ სპეციალიზაციას, პრაქტიკულ გამოცდილებას, კლიენტების გამოხმაურებებს და კომუნიკაციის სტილს. ადვოკატი, რომელიც პირველივე კონსულტაციაზე სიტუაციის სწრაფ ანალიზს გთავაზობთ, ჩვეულებრივ სანდო არჩევანია.
შეიძლება თუ არა უფასო კონსულტაცია?
- ჩვენთან კონსულტაცია ფასიანია მომართვიანობის სიმაღლის გამო - ეს უზრუნველყოფს ადვოკატის სრულ ყურადღებას და კონკრეტულ, გააზრებულ პასუხებს.
შეუძლიათ თუ არა თქვენი ბიუროს პარტნიორ ადვოკატებს ბათუმშიც მუშაობა?
- დიახ. მარიამ ჭყონია და ლაშა ჯანიბეგაშვილი მომსახურებას სთავაზობენ კლიენტებს თბილისში, ქუთაისში და ბათუმში, ასევე პარტნიორ ადვოკატებთან ერთად, მთელ საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთაც.
🌐https://advocatory.ge/ge/— კონსულტაციის მიღება
R