იტალია ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი მიმოსვლის აღსადგენად მუშაობს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.
მისი თქმით, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის აღდგენას იტალიისთვის და ევროკავშირისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
“ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციასთან ერთად ვმუშაობთ, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, რათა თავისუფალი მიმოსვლის აღდგენის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი პირობები შევქმნათ“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.