კალიფორნიის უდაბნოში, კოაჩელას ველსა და მექსიკის საზღვარს შორის, მდებარეობს უცნაური და უჩვეულო ადგილი - სლოუჯამასტანის რესპუბლიკა.
ვინც ამ ტერიტორიაზე შევა, სრულიად განსხვავებულ “ქვეყანაში“ აღმოჩნდება. სლოუჯამასტანი თავს დამოუკიდებელ მიკროერს უწოდებს და საკუთარი უცნაური კანონებიც აქვს. მაგალითად, აქ აკრძალულია ელფოსტაზე პასუხის გაცემა. ამავდროულად, სიჩქარის გადაჭარბება ნებადართულია, ქვეყნის ეროვნული ცხოველი კი ენოტია.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ის სან დიეგოში რადიოსადგურების Z90-ისა და Magic 92.5-ის პროგრამის დირექტორია და ეთერში “R Dub“-ის სახელითაა ცნობილი.
სლოუჯამასტანის შექმნის იდეა რენდი უილიამსს პანდემიის დროს გაუჩნდა, როცა სხვა ქვეყნებში მოგზაურობა შეეზღუდა. “თუ სხვა ქვეყანას ვერ ვსტუმრობ, რატომ არ უნდა შევქმნა საკუთარი?“

“ბავშვობაში მიყვარდა შემოქმედებითი საქმეების კეთება, იქნებოდა ეს წერა, ხატვა, სურათების შექმნა თუ საკლასო პროექტები. ასე რომ, ეს საუკეთესოდ მეჩვენებოდა. მთელი ჩემი შემოქმედებითი ენერგია ამაში ჩავდე“, - ამბობს უილიამსი.

უილიამსის თქმით, ადამიანები აქ სხვადასხვა მიზეზით ხვდებიან. ზოგი ცნობისმოყვარეა, ზოგი გართობისთვის, ზოგი კი უბრალოდ დანარჩენი სამყაროსგან განტვირთვის ძიებაშია.
“უბრალოდ მინდოდა მადლობა გადამეხადა სულთნისთვის იმ სიხარულისთვის, რაც მან ჩემს ცხოვრებაში მოიტანა,“ - თქვა ჰედონმა, რომელიც ახლა სლოუჯამასტანის მოქალაქეა.
ხუთი წლის შემდეგ სლოუჯამასტანი უკვე გაცილებით აქტიური “ქვეყანა“ გახდა: აქ გაიცემა პასპორტები დაინტერესებულ მოგზაურებისთვის, ჭრიან ვალუტას და ატარებენ დროშის აღმართვის ცერემონიებს.
ტერიტორია დაყოფილია შტატებად, მათ შორის დუბლინდი, ბუქსილვანი და ჰოტდამნსტანი. სულთანმა შექმნა ეროვნული ჰიმნი - “სლოუჯამასტანი, რომელიც ელტონ ჯონის სიმღერა “როკეტმენის“ მელოდიაზეა დაფუძნებული.