“დღესაც, საფრთხეშია საქართველოს ის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რისთვისაც 37 წლის ადამიანებმა ქვეყანას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს - დღესაც ამ უძვირფასესი და წმინდა ღირებულებებისთვის იბრძვიან ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე დგანან, პროტესტს არ წყვეტენ და არ ეპუებიან იმას, რომ რუსეთმა დამოუკიდებლობა და თავისუფლება ისევ წაგვართვას“, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის წინ, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან განაცხადა.
ბოკუჩავას შეფასებით, “დღეს ქვეყანას ჰყავს ფსევდო ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს ღირებულებებს, რასაც ადამიანებმა 1989 წლის 9 აპრილს სიცოცხლე შესწირეს“.
“უფრო მეტიც, დღეს საპყრობილეებში არიან გამომწყვდეული ადამიანები, რომლებიც ამ მთავარი ღირებულებების დასაცავად იბრძვიან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.