ავტორი:

შემაძრწუნებელი კადრები რიო-დე-ჟანეიროდან, სადაც ხანძარი ოლიმპიურ პარკში გაჩნდა (ფოტოები)

შემაძრწუნებელი კადრები რიო-დე-ჟანეიროდან, სადაც ხანძარი ოლიმპიურ პარკში გაჩნდა (ფოტოები)

8 აპრილს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომლის ქრობის პროცესში, დაახლოებით, 80 მეხანძრე და 20 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.

რიოს შტატის სამხედრო სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, ცეცხლი ობიექტის სახურავს გაუჩნდა და ამჟამად ის უკვე კონტროლს ექვემდებარება.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, შენობის შიდა ნაწილი, მათ შორის ოლიმპიური მუზეუმი უვნებელი გადარჩა.

წყარო