ავტორი:

ავარიას ხაშურში ქვეითი ემსხვერპლა

ავარიას ხაშურში ქვეითი ემსხვერპლა

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითადმოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.