ავტორი:

"არასდროს მქონია ინფორმაცია ეპშტეინის მიერ ჩადენილი ძალადობის შესახებ" - მელანია ტრამპი

"არასდროს მქონია ინფორმაცია ეპშტეინის მიერ ჩადენილი ძალადობის შესახებ" - მელანია ტრამპი

აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა კატეგორიულად უარყო ნებისმიერი კავშირი ჯეფრი ეპშტეინთან და განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ხუთშაბათს გაკეთებულ მოულოდნელ განცხადებაში, მელანიამ ხელისუფლებას მოუწოდა ოფიციალურად განიხილოს ეს საქმე, მოისმინოს მსხვერპლთა ჩვენებები და უფრო დეტალურად გამოიძიოს მომხდარი.

გაურკვეველია, რა გახდა განცხადების გაკეთების მიზეზი.

მელანია ტრამპის თქმით, ის ეპშტეინს მხოლოდ ერთხელ, 2000 წელს შეხვდა, თუმცა მისი დანაშაულების შესახებ არაფერი იცოდა.

„მე არასდროს მქონია ინფორმაცია ეპშტეინის მიერ ჩადენილი ძალადობის შესახებ“, - თქვა მან.

პირველმა ლედიმ ასევე განაცხადა, რომ არ იცნობდა ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული ერთ-ერთ მთავარ ფიგურას, გილეინ მაქსველს.

თუმცა 2002 წლეს გაგზავნილ ელფოსტაში მელანია აქებს New York Magazine-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ეპშტეინს ეხებოდა და წერს, რომ „მოუთმენლად ელის“ პალმ-ბიჩში ჩასვლას.

ელფოსტაში ასევე ვკითხულობთ: „როცა ნიუ-იორკში დაბრუნდები, დამირეკე. კარგად გაერთე! სიყვარულით, მელანია“.

მისი გამოსვლის შემდეგ, კალიფორნიის კონგრესმენმა რობერტ გარსიამ განაცხადა, რომ ეთანხმება საჯარო მოსმენების ჩატარების იდეას. ამავე დროს, ეპშტეინის ერთ-ერთი ბრალმდებლის, ვირჯინია ჯუფრის და სხვა გადარჩენილების ოჯახებმა განაცხადეს, რომ მათ უკვე დიდი გამბედაობა გამოიჩინეს, როდესაც საჯაროდ ისაუბრეს.

მათ პირველი ლედი დაადანაშაულეს „ძალაუფლების მქონე პირების“ დაცვაში, მათ შორის მისი ქმრის ადმინისტრაციის წევრების, რომლებმაც, მათი თქმით, ჯერ კიდევ არ გამოაქვეყნეს ეპშტეინთან დაკავშირებული ყველა საგამოძიებო ფაილი.

წყარო