პარასკევს, აღმოსავლეთის დროით დაახლოებით საღამოს 8 საათზე კაფსულა “ორიონი“ სან-დიეგოს სანაპიროდან დაახლოებით 80 მილის მოშორებით წყალში დაეშვება, ამით დამთავრდება ის ისტორიული, ფრენა, რომელიც 10 დღის წინ ფლორიდის სანაპიროდან დაიწყო და მთვარეზე პირველი პილოტირებული მისია გახდა ბოლო 54 წლის განმავლობაში.

“არტემიდა 2“ - ის დაბრუნება შესაძლებელია ისეთივე შთამბეჭდავი სანახაობა არ გამოდგეს, როგორც 1 აპრილის განხორციელებული მისი სტარტი იყო, თუმცა კაფსულის შიგნით მყოფ ასტრონავტებს “საკუთარი შოუ“ ნამდვილად ექნებათ: “ორიონი“ დედამიწის ატმოსფეროში ზღვის დონიდან 122 კილომეტრზე, 40000 კმ/სთ სიჩქარით შემოვა, ხოლო ჰაერთან ხახუნის ძალა მის გარსს დაახლოებით 2700°C გააცხელებს, რაც მხოლოდ ორჯერ ნაკლებია, ვიდრე მზის ზედაპირზე არსებული ტემპერატურა.
შემდეგ პარაშუტები გაიხსნება, რომლებიც კაფსულას შეანელებს და ის წყალს დაახლოებით 32 კმ /სთ სიჩქარით შეეხება. ამის შემდეგ ეკიპაჟს უკვე მომლოდინე სამაშველო ხომალდი აიყვანს.

“არტემიდა 2“ ის ეკიპაჟს დედამიწაზე აშშ-ის საზღვაო ძალების სატრანსპორტო ხომალდი USS John P. Murtha დახვდება, ვერტმფრენებით და მყვინთავების გუნდით.
სპეციალისტების თქმით, ფრენის დასრულების დროს, ყველაზე დაძაბული მომენტი “ორიონის“ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლის დროა, რომელიც დაახლოებით 14 წუთი გაგრძელდება. კაფსულას აეროდინამიკური ფორმები არ გააჩნია და ის ატმოსფეროს ”აგურივით“, ეჯახება რაც მიზანმიმართულად არის გაკეთებული. ხახუნის ძალა მას დამუხრუჭებაში ეხმარება და მიუხედავად იმისა რომ, თავად კონსტრუქციას ატმოსფეროში დაახლოებით 100 G გადატვირთვით შეუძლიათ შემოსვლა, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ადამიანი გადარჩენის თეორიულ შანსსაც კი, ამიტომ “ორიონი“ ატმოსფეროში გარკვეული კუთხით შევა.

კაფსულის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება ე.წ. თბოსაიზოლაციო ფარს, 5 მეტრი სისქის მქონე სპეციალური მასალის ფენას დაეთმო, ის “ორიონის“ ქვედა ნაწილზე არის დამაგრებული და უკან დაბრუნების დროს დედამიწისკენ იქნება მიმართული. ატმოსფეროში შესვლის დროს “ფარი“ ჰაერთან ხახუნის გამო, ნელ -ნელა დაიწვება და ამით ეკიპაჟს უკიდურესად მაღალი ტემპერატურების გავლენისგან დაიცავს.
მთვარის შემდეგ, დაბრუნებამდე დარჩენილ დღეები “არტემიდა 2“-ის ეკიპაჟმა სისტემების სრულ შემოწმებას დაუთმო და ტრაექტორიის კორექციები გააკეთა, ამავე დროს ჰიუსტონის მისიის მართვის ცენტრი გარე კამერებს საშუალებით კაფსულას დაზიანებების გამოსარიცხად აკვირდებოდა.


10 მარტს ასტრონავტები სპეციალურად აღჭურვილ, კაშკაშა ნარინჯისფერი ფერის მქონე სკაფანდრებში გამოეწყვნენ და საკუთარი ადგილები დაიკავეს.
დაშვებისას ეკიპაჟს ძლიერი რყევებს შეიგრძნობს, თუმცა ისინი უნიკალურ სანახაობის მომსწრენი გახდებიან, მათი კაფსულა გავარვარებული პლაზმისა და ცეცხლის გარსში გაეხვევა, რის დროსაც ასტრონავტები დაახლოებით 6 წუთით დაკარგავენ კავშირს მისიის ცენტრთან.

პირველად, ოკეანის ზედაპირიდან დახლოებით 7 კმ სიმაღლეზე დამხმარე პარაშუტები გაიხსნება, რომელიც კაფსულის სიჩქარეს 520 კმ/ სთ- მდე შეანელებს, 2,5 კმ- ზე მათ კიდევ სამი პარაშუტი ემატება და ბოლოს დარჩენილი სამი მთავარი პარაშუტი იხსნება, რის შემდეგაც “ორიონის“ სიჩქარე დაახლოებით 32 კმ /სთ-მდე შენელდება.

დაშვების შემდეგ კაფსულის ბალიშები ავტომატურად გაიბერება და ის წყლის ზედაპირზე ვერტიკალურ პოზიციაში დადგება, ეკიპაჟი კი სამაშველო ჯგუფს დაელოდება.
იხილეთ ასევე: