ავტორი:

“ირანი ძალიან ცუდად, უპატივცემულოდაც კი იქცევა“ - აშშ-ის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტის გამო ირანს აკრიტიკებს

“ირანი ძალიან ცუდად, უპატივცემულოდაც კი იქცევა“ - აშშ-ის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტის გამო ირანს აკრიტიკებს

პრეზიდენტმა ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში ირანის მოქმედებები გააკრიტიკა და განაცხადა რომ “ეს არ არის ის შეთანხმება, რომელიც აშშ-მ და ირანმა დადეს.“

  • “ირანი ძალიან ცუდად, ზოგი იტყოდა უპატივცემულოდაც კი ასრულებს ვალდებულებას, დაუშვას ნავთობის გატარება ჰორმუზის სრუტის გავლით,” - დაწერა ტრამპმა გასულ ხუთშაბათს Truth Social-ზე.

ჰორმუზის სრუტე, მნიშვნელოვანი საზღვაო არტერია, რომლის გავლით ყოველდღიურად მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% გადის, ფაქტობრივად დახურულია მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ოპერაცია “Epic Fury“-ის ფარგლებში 28 თებერვალს ირანზე პირველი იერიშები მიიტანეს.

Hormuz Strait Monitor-ის მონაცემებით ბოლო 24 საათის განმავლობაში სრუტე მხოლოდ 9 გემმა გაიარა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია დღიურ საშუალო მაჩვენებელზე, რომელიც დაახლოებით 60 ხომალდს შეადგენს. NBC News-ის ცნობით, ოთხშაბათს გამოცხადებული დროებითი ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, სრუტეში მხოლოდ სამი ნავთობტანკერი გავიდა და ყველა ისინი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა.

ცეცხლის შეწყვეტის 10 - პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, თეირანი სრუტის გახსნას დათანხმდა, თუმცა ირანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სრუტის გავლისთვის გემებს შესაძლოა 2 მილიონი დოლარის გადახდა მოუწიოთ.

მათი თქმით, ეს თანხა იმ ინფრასტრუქტურის აღსადგენად იქნება გამოყენებული, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად დაზიანდა.

ინფორმაციამ ტრამპის მხრიდან მკაცრი კრიტიკა გამოიწვია.

“არსებობს ცნობები, რომ ჰორმუზის სრუტის გავლისთვის ირანი ტანკერებს გადასახადს აკისრებს, ეს არ უნდა ხდებოდეს და თუ ხდება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს!“ - განაცხადა მან საჯარო გამოსვლისას.

თუმცა აღნიშნულ განცხადებამდე აშშ-ს პრეზიდენტი სრუტეში ტანკერებზე გადასახადის დაწესებას თავადაც არ გამორიცხავდა, ოღონდ ამბობდა რომ ეს “ერთობლივი პროექტის სახით უნდა გაკეთებულიყო“

რამდენიმე ხნით ადრე დონალდ ტრამპმა განაცხადა რომ “ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ “დიდი ფულის“ შოვნა შეიძლებოდა და აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის “ოქროს ხანას“ ჩაუყრიდა საფუძველს.“

როგორც ექსპერტები აცხადებენ, ჰორმუზის სრუტეში გადასახადების დაწესებამ შესაძლოა სახიფათო პრეცედენტი შექმნას, რომელსაც სხვა სახელმწიფოებიც მიბაძავენ.

“ნავიგაციის თავისუფლება ყოველთვის აღიარებული იყო, განსაკუთრებით სრუტეებში, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი რომ , რომ თუ ჰორმუზის სრუტე შეიძლება დაიხუროს, მაშინ რატომ არ შეიძლება იგივე მოხდეს გიბრალტარის სრუტეში, რომელიც ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეს აკავშირებს, ან მალაკის სრუტეში ინდონეზიის მახლობლად?“ - აცხადებს საზღვაო სამართლის ექსპერტი ფილიპ დელებეკი.

წყარო