კოსმოსში 10-დღიანი მოგზაურობის შემდეგ Artemis II-ის ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ. კაფსულა ოკეანეში, სან დიეგოს სანაპიროსთან ჩამოვარდა. ასტრონავტები ვერტმფრენებით ახლომდებარე USS John P. Murtha-ზე გადაიყვანეს.


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „უზომოდ ამაყი“ იყო, მოგზაურობას „სანახაობრივი“, ხოლო დაშვებას „იდეალური“ უწოდა.

"ჩვენ ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებთ. შემდეგი ნაბიჯია მარსი!“


დაახლოებით 3 მილიარდი ფუნტი სტერლინგის (4 მილიარდი დოლარის) ღირებულების მისიის ფარგლებში, ორიონის კაფსულა ატმოსფეროში შესვლისას თითქმის 2,760°C-მდე გაცხელდა, რაც მზის ზედაპირის ტემპერატურაზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებია.


დაბრუნების პროცესში ეკიპაჟთან დაიკარგა კომუნიკაცია — ე.წ. „დუმილის ფაზა“, რომელიც პლაზმის დაგროვებით იყო გამოწვეული. აღნიშნულ პერიოდში კაფსულასთან კავშირი დროებით იკარგება, რაც მსგავსი მისიისთვის წინასწარ დაგეგმილ მოვლენად ითვლება.


მისიის ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, ეკიპაჟის ოთხივე წევრი თავს კარგად გრძნობს. დაშვების შემდეგ ისინი კაფსულიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს და სამხედრო ხომალდ USS Murtha-ზე გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ.
ეკიპაჟი მოგვიანებით ნაპირზე დაბრუნდება, საიდანაც ისინი ჰიუსტონში, NASA-ს ჯონსონის კოსმოსური ცენტრისკენ მიმავალ რეისს შეუერთდებიან.