დღეს პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ირანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დელეგაცია 71 ადამიანისგან შედგება, ხოლო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც.
CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები როგორც არაპირდაპირ, ისე პირდაპირ ფორმატებში გაიმართება.
წყაროს ცნობით, მხარეები პაკისტანის შუამავლობით მოლაპარაკებების დღის წესრიგზე შეთანხმებიდან, ხოლო შემდეგ შეხვედრას პირისპირ გააგრძელებენ.