ავტორი:

მორიგი სკანდალი თურქულ შოუბიზნესში - "შორეული ქალაქის" მსახიობი სასწრაფოდ დაბრუნდეს გადაღებებიდან: რატომ აეკრძალათ ქვეყნიდან გასვლა სინემ უნსალსა და სხვა ვარსკვლავებს

მორიგი სკანდალი თურქულ შოუბიზნესში - "შორეული ქალაქის" მსახიობი სასწრაფოდ დაბრუნდეს გადაღებებიდან: რატომ აეკრძალათ ქვეყნიდან გასვლა სინემ უნსალსა და სხვა ვარსკვლავებს

თურქული კინოსა და მუსიკის ინდუსტრია მასშტაბურმა ნარკოტიკულმა სკანდალმა შეძრა. სტამბოლის ანატოლიის რესპუბლიკური პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში, პოპულარულ მსახიობებს - სინემ უნსალსა და ახსენ ეროღლუს, სხვა ცნობილ სახეებთან ერთად, ბრალი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასა და შენახვაში ედებათ. ორივე მათგანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა დაუწესა.

სპეცოპერაცია და დაკავებების ტალღა

სკანდალი 2026 წლის 11 აპრილს, გამთენიისას დაიწყო, როდესაც სტამბოლის ჟანდარმერიის ნარკოტიკებთან ბრძოლის ქვედანაყოფებმა ერთდროულად რამდენიმე მისამართზე ჩაატარეს სპეცოპერაცია. პროკურატურამ სულ 14 ცნობილი პირის დაკავების ბრძანება გასცა.

დაკავებულთა და ეჭვმიტანილთა სიაში თურქული ეკრანის ნამდვილი ვარსკვლავები მოხვდნენ:

მსახიობები: ბურაქ დენიზი, ჰაფსანურ სანჯაქთუთანი, ბუშრა პეკინი, სერა ფირინჩი.

მუსიკოსები: რეპერი Norm Ender (ენდერ ეროღლუ), ემრე ფელი, სიმგე საღინი, ემირ ჯან იღრექი, მერტ დემირი.

ასევე ცნობილი შეფ-მზარეული სომერ სივრიოღლუ და ოგუნ ალიბაში.

სინემ უნსალისა და ახსენ ეროღლუს საქმე

სინემ უნსალი, რომელიც ამჟამად სერიალ „შორეული ქალაქის“ (Uzak Şehir) გადაღებებზე მარდინში იმყოფებოდა, სტამბოლში სასწრაფოდ დაბრუნდა ჩვენების მისაცემად. მას ჟანდარმერიაში დაკითხვის გარდა, ჩაუტარდა ბიოლოგიური ექსპერტიზა (სისხლისა და თმის ნიმუშების აღება) და ჩამოერთვა მობილური ტელეფონი დეტალური შემოწმებისთვის.

რაც შეეხება ახსენ ეროღლუს, ის სამართალდამცავებმა პირდაპირ სასამართლოში მიიყვანეს. პროკურორთან ჩვენების მიცემის შემდეგ, ორივე მსახიობი გათავისუფლდა, თუმცა მათ მიმართ დაწესებული სასამართლო კონტროლი და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა ძალაში რჩება.

ვარსკვლავების პირველი რეაქციები

სინემ უნსალმა სოციალური ქსელის მეშვეობით უკვე გაავრცელა მოკლე განცხადება:

„მჯერა, რომ სიმართლე მალე გაირკვევა. პატივს ვცემ მიმდინარე სამართლებრივ პროცესს“.

სკანდალში ფიგურირებს მომღერალი სიმგე საღინიც, რომელმაც ჩვენებაში აღნიშნა, რომ მის ჩანთაში აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერების შესახებ არაფერი იცოდა.

რა ბედი ელის პროექტებს?

სკანდალმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რამდენიმე მიმდინარე პროექტის ბედი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სერიალზე „შორეული ქალაქი“, რომლის მთავარი გმირი სწორედ სინემ უნსალია. პროდიუსერები და არხის ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ქვეყნიდან გასვლის აკრძალვამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნას იმ პროექტებს, რომელთა გადაღებებიც საზღვარგარეთ იგეგმებოდა.

წაიკითხეთ ასევე: