ავტორი:

პუტინმა სააღდგომო შეთანხმება დაარღვია - რუსებმა ოდესას დაარტყეს: არის მსხვერპლი

პუტინმა სააღდგომო შეთანხმება დაარღვია - რუსებმა ოდესას დაარტყეს: არის მსხვერპლი

რუსებმა ოდესას დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

  • უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა ოდესაში საცხოვრებელ ზონას დაარტყეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის თქმით, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე, რუსების დარტყმის შედეგად ათობით სახლი, საერთო საცხოვრებელი და საბავშვო ბაღი დაზიანდა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 11-დან 12 აპრილამდე სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს ანდრეი ბელუსოვს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს დაავალა, აღდგომის დღესასწაულზე საომარი მოქმედებები შეწყვიტონ.

„მოახლოებულ აღდგომის მართლმადიდებლურ დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის საღამომდე ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა“, - აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა, სააღდგომო ზავთან დაკავშირებით, რუსეთის ქმედებების შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

წაიკითხეთ ასევე: