ავღანეთის დასავლეთ ნაწილში, პიკნიკის ადგილზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
ჰერათში თალიბანის მთავრობის ინფორმაციისა და კულტურის პროვინციის ხელმძღვანელმა, აჰმადულა მუტაკიმ, განაცხადა, რომ ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა.
"ტერორისტული ინციდენტის დროს, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს მაცხოვრებლებს, რომლებიც ენჯილის რაიონის სოფელ დე მეჰრში დასასვენებლად იმყოფებოდნენ" — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ძალებმა ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.
ექიმის შეფასებით, მსხვერპლის რაოდენობა უფრო მაღალია — დაიღუპა 12 ადამიანი და კიდევ 12 დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, "უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა", რომლებიც მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ, ცეცხლი გახსნეს სოფელ დე მეჰრის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული რეკრეაციული ზონა, როგორც წესი, ხალხმრავლობით გამოირჩევა.
ჰერატის პროვინციის საავადმყოფოს ექიმმა BBC-ს განუცხადა, რომ დაღუპულები ჰაზარა შიიტი მუსლიმები იყვნენ. მისი ინფორმაციით, ისინი ადგილობრივ სალოცავში პიკნიკისთვის იმყოფებოდნენ.
შიიტი მუსლიმები, განსაკუთრებით ჰაზარას ეთნიკური ჯგუფი, ავღანეთში უმცირესობას წარმოადგენენ და წარსულშიც არაერთხელ გამხდარან თავდასხმების სამიზნე