ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით, სახელწოდებით - „წინააღმდეგობის 500 დღე“, საპროტესტო მარში გაიმართა, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია განახლდა.
მათ ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ასევე საპროტესტო ბანერი წარწერით: ,,ძალა ერთობაშია”.
23:00 საათიდან, პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები ქაშვეთის ტაძართან აპირებენ გადანაცვლებას, სადაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად შეხვდებიან.