ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, თეირანსა და ვაშინგტონს შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები აშშ-ის უსაფუძვლო მოთხოვნებმა ჩაშალა. "ირანის დელეგაციის სხვადასხვა ინიციატივის მიუხედავად, ამერიკული მხარის უსაფუძვლო მოთხოვნებმა მოლაპარაკებების პროგრესი შეაფერხა. ამგვარად, მოლაპარაკებები დასრულდა“, - წერს ირანული მედია.
ცნობისთვის, პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც, დაახლოებით, 21 საათს გაგრძელდა. აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობდა და მასში ასევე შედიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი. აშშ-ის მხრიდან შეხვედრას ასევე დაესწრნენ ვენსის მთავარი მრჩევლები - ენდრიუ ბეიკერი (მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) და მაიკლ ვენსი (სპეციალური მრჩეველი აზიის საკითხებში). ირანის დელეგაცია 71 ადამიანს მოიცავდა, მათ შორის მომლაპარაკებლებს, ექსპერტებს და მედიისა და უსაფრთხოების წარმომადგენლებს.
იხილეთ ასევე: