ავტორი:

ყაველაშვილი შვილებთან ერთად, კალაძე მეუღლითურთ, კობახიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სააღდგომო ლიტურგიაზე (ფოტოები)

ყაველაშვილი შვილებთან ერთად, კალაძე მეუღლითურთ, კობახიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სააღდგომო ლიტურგიაზე (ფოტოები)

ხელისუფლების წარმომადგენლები სააღდგომო ლიტურგიას სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ. ამის თაობაზე ინფორმაციას და შესაბამის ფოტოებს მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

"მიხეილ ყაველაშვილი შვილებთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო", - ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობაში.

საზეიმო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე სიონის ტაძარში შეკრებილმა მრევლმა მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა.