უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. მისი განცხადებით, არჩევნების შედეგი აშკარაა.
CNN-ის ინფორმაციით, ორბანმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები მტკივნეულია "ფიდესისთვის“.
ამასთან, მისი თქმით, პარტია "ტისას“ გამარჯვება მიულოცა.
შეგახსენებთ, შეგახსენებთ, უნგრეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე გაიხსნა. არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობდა. მთავარი კონკურენტები იყვნენ “ფიდესი”, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს და პეტერ მადიარის "ტისა“, რომელიც 2020 წელს დაარსდა. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა.
უნგრეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, აქტივობამ 17:00 საათისთვის 74.23%-ს მიაღწია და 2002 წელს დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 73.51%-ს გადააჭარბა.
იხილეთ ასევე: