ავტორი:

არსებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა თავისი სასახლის გარშემო საჰაერო თავდაცვა გააძლიერა - რას წერს მედია ვალდაის რეზიდენციაზე სადაც ალინა კაბაევა და მისი ვაჟები ცხოვრობენ

არსებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა თავისი სასახლის გარშემო საჰაერო თავდაცვა გააძლიერა - რას წერს მედია ვალდაის რეზიდენციაზე სადაც ალინა კაბაევა და მისი ვაჟები ცხოვრობენ

ვლადიმერ პუტინმა თავისი სასახლის გარშემო კიდევ ერთხელ გააძლიერა საჰაერო თავდაცვა.

ვალდაის რეზიდენცია, სადაც პუტინი თავის საიდუმლო “ცოლთან“ და ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობს, ომის პერიოდში პრეზიდენტის ერთ-ერთ მთავარ საცხოვრებლად ითვლება. გავრცელებული ცნობებით, ობიექტის ირგვლივ ახალი თავდაცვითი ინფრასტრუქტურაა განთავსებული, რის გამოც ტერიტორია ქვეყნის ბევრ ქალაქზე მეტად დაცულად მიიჩნევა.

ახალი კვლევის მიხედვით, ვლადიმერ პუტინის რეზიდენცია 27 თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემით არის გარშემორტყმული. კვლევაში აღნიშნულია, რომ ოთხი თვის განმავლობაში ტერიტორიაზე მინიმუმ რვა ახალი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა.

მოსკოვიდან დაახლოებით 230 მილით დაშორებული ობიექტი, გავრცელებული ცნობებით, ბირთვული ბუნკერითა და საკუთარი სამედიცინო ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. თუ 2024 წელს კომპლექსს მხოლოდ შვიდი საჰაერო თავდაცვის სისტემა იცავდა, ახლა მათი რაოდენობა თითქმის ოთხჯერ არის გაზრდილი. საერთო ჯამში, სასახლის დაცვის ინფრასტრუქტურის ღირებულება 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგს აჭარბებს.

რეზიდენციის მიმდებარედ მოწყობილია ფართო სპა-კომპლექსი, რომელიც მოიცავს სოლარიუმს, 25-მეტრიან აუზს, ჰამამსა და საუნას, ასევე კოსმეტოლოგიისა და სტომატოლოგიის სივრცეებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი რეზიდენციაში ოლიმპიურ ჩემპიონ ალინა კაბაევასთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.

რუსი ჟურნალისტების ინფორმაციით, პუტინის მცირეწლოვანი ვაჟები, სავარაუდოდ, სპირიდონოვის გვარს იყენებენ და განათლებას ჩვეულებრივი სკოლების ნაცვლად კერძო რეპეტიტორებისგან იღებენ.

პუტინი თავის სამალავში მისასვლელად “პირად ჯავშანმატარებელს“ იყენებს.

“ამ მიზეზით, მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს საიდუმლო, დაცული სადგური აშენდა“, - იტყობინება Proekt.

წყარო