“ტისას“ მთავრობა ყველა უნგრელის მთავრობა იქნება,“ - ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტია “ტისას“ ლიდერი, პიტერ მადიარი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთი ევროკავშირისა და ნატო-ს შემადგენლობაში კვლავ სანდო პარტნიორი იქნება.
“უნგრეთი კვლავ სანდო მოკავშირე იქნება, რომელიც უნგრეთის ინტერესებს წარმოადგენს, რადგან ჩვენი ადგილი ევროპაში იყო, არის და იქნება“, - განაცხადა მადიარმა.