ავტორი:

მთვარეზე ბაზა, მარსზე ადამიანის გაფრენა და მზადება “კოსმოსის დასაპყრობად“ - NASA მომავალი მისიების დეტალებს ასაჯაროებს

მთვარეზე ბაზა, მარსზე ადამიანის გაფრენა და მზადება “კოსმოსის დასაპყრობად“ - NASA მომავალი მისიების დეტალებს ასაჯაროებს

მას შემდეგ, რაც Artemis II-ის მისია დედამიწაზე წარმატებით დაბრუნდა, NASA-მ ახალი გეგმების შესახებ განაცხადა, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში მთვარის ზედაპირზე ასტრონავტების დაშვებას გეგმავს.

  • Artemis III -ის საცდელი ფრენები, უკვე მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.

Artemis III -ის სტარტი სავარაუდოდ 2027 წლის შუა პერიოდში დაიწყება. ხომალდი დედამიწის ორბიტაზე დარჩება, სადაც ფრენის ტესტირებას გაივლის და მთვარეზე დასაჯდომ აპარატთან დაკავშირების პროცედურებს შეამოწმებს. მთვარისთვის განკუთვნილ ახალ ხომალდს ჯეფ ბეზოსის Blue Origin და ილონ მასკის SpaceX ქმნიან.

ისევე, როგორც “აპოლოს“ ეპოქაში მოხდა - სანამ დედამიწის თანამგზავრისკენ გაემართება, ეკიპაჟის კაფსულას კოსმოსში მყოფ, მთვარეზე დაშვებისთვის განკუთვნილ აპარატთან მოუწევს კავშირის დამყარება, რაც რთულ ოპერაციას წარმოადგენს. ეს ყველაფერი დიდ სიზუსტესა და პრაქტიკას მოითხოვს.

თუ Artemis III-ის ტესტისას ყველაფერი კარგად ჩაივლის, მომავალი მისიის - Artemis IV-ის ფარგლებში, ანუ 2028 წელს, ადამიანები კვლავ გაივლიან მთვარეზე.

თუმცა, აღსანიშნავია რომ მიუხედავად Artemis II-ის დიდი მიღწევებისა, Artemis III-ის წარმატება გარანტირებული არ არის - განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მთვარეზე დასაჯდომ აპარატებს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი, სანამ ისინი მზად იქნებიან დედამიწის ორბიტაზე დასაბრუნებლად.

SpaceX-ის სადესანტო აპარატს, გიგანტურ მრავალჯერად რაკეტას, სახელად Starship 11-ს მხოლოდ ორი სრულად წარმატებული ფრენა ჰქონდა.

ამ აპარატს არასდროს განუხორციელებია კოსმოსში საწვავის შევსება, რაც მთვარის მისიისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს და არც იმ სიცოცხლის მხარდაჭერის სისტემებით უფრენია, რომლებიც ასტრონავტების სიცოცხლეს შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი.

  • ჯეფ ბეზოსის “Blue Origin“-ის სადესანტო აპარატი, Blue Moon, კი საერთოდაც არ ყოფილა კოსმოსში.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, რომელი აპარატი იქნება გამოყენებული Artemis IV-ის მთვარეზე დაშვების დროს. 2025 წლის გეგმების მიხედვით, “SpaceX“ -ი უნდა ყოფილიყო პირველი, მას შემდეგ “Blue Origin“ -ი მიჰყვებოდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი აპარატი იმუშავებს უკეთესად Artemis III -ის ცდის დროს.

თავდაპირველად გეგმით, მთვარეზე დაშვება Artemis III-ს უნდა განეხორციელებინა, თუმცა NASA-მ თებერვალში განაცხადა, რომ ის დედამიწის ორბიტაზე დარჩება და დაშვების სისტემებს გამოცდის.

არ არის ცნობილი ეკიპაჟის ვინაობა, ვინც დედამიწის თანამგზავრზე დაეშვება, თუმცა დიდი ალბათობით ის უკვე შერჩეულია.

  • უკვე გამოცხადებულია მთვარის ბაზის შექმნის გრძელვადიანი გეგმებიც, რომლებიც თავის მხრივ 2030-იანი წლების შუა პერიოდში, მარსზე ადამიანის გაფრენის მიზნის ნაწილის შეადგენს.

“ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ დავიწყებთ ამ პროცესის რეგულარულად შესრულებას, გავაგზავნით მისიებს მთვარეზე, სანამ 2028 წელს მის ზედაპირზე არ დავეშვებით და ბაზის მშენებლობას არ დავიწყებთ,“ - განაცხადა NASA-ს ადმინისტრატორმა, ჯარედ ისაკმანმა Artemis II -ის წყლის ზედაპირზე დაშვების შემდეგ .

წყარო