ავტორი:

"თუ ომი გაგრძელდება, ჩვენ გამოვავლენთ ისეთ შესაძლებლობებს, რომელთა შესახებაც მტერს წარმოდგენაც არ აქვს" - ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი

"თუ ომი გაგრძელდება, ჩვენ გამოვავლენთ ისეთ შესაძლებლობებს, რომელთა შესახებაც მტერს წარმოდგენაც არ აქვს" - ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ირანს თავისი შესაძლებლობების დიდი ნაწილი არ გამოუვლენია და თუ ომი გაგრძელდება, ის ამ შესაძლებლობებს გამოავლენს, - ინფორმაციას BBC-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თუ ომი გაგრძელდება, ჩვენ გამოვავლენთ ისეთ შესაძლებლობებს, რომელთა შესახებაც მტერს წარმოდგენაც არ აქვს“, - აღნიშნულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრესსპიკერის, ჰოსეინ მოჰების განცხადებით, ირანი გამოიყენებს ომის „თანამედროვე“ მეთოდებს, რომელთა წინააღმდეგობის გაწევისთვის „მტერს ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები ექნება“.